სარჩევი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026 - წილისყრა | Setanta Sports

მსოფლიო ჩემპიონატი 2026 – ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯგუფური ეტაპის წილისყრა მიმდინარეობს.

2026 წლის მუნდიალი, ისტორიაში პირველად, 48 გუნდიანი იქნება. ეროვნული გუნდები 12 ქვე ჯგუფში გადანაწილდნენ.

პლეი ოფში პირველ და მეორეადგილოსნებთან ერთად საუკეთესო 8 მესამეადგილოსანიც გავა. პლეი ოფიდან კი ბრძოლას 32 გუნდი განაგრძობს.

მთლიანობაში ტურნირი 39 დღეს გასტანს და მუნდიალზე 64-ის ნაცვლად 101 შეხვედრა ჩატარდება. ფინალში გამსვლელი გუნდები 7-ის ნაცვლად 8 მატჩს გამართავენ.

48-დან 6 ადგილი ჯერ კიდევ თავისუფალი რჩება, ხოლო 22 ეროვნული ნაკრები აგრძელებს ბრძოლას მომავალი ზაფხულის მუნდიალზე გასასვლელად. თუმცა წილისყრისას თითოეული პოტენციური ასეთი ნაკრების ადგილი ჯგუფში წინასწარ გაირკვევა.

მსოფლიო ჩემპიონატი 2026 – ჯგუფები წილისყრა

A ჯგუფი
მექსიკა
სამხრეთ აფრიკა
სამხრეთ კორეა
პლეი ოფი D ევროპა

B ჯგუფი
კანადა
პლეი ოფი A ევროპა
კატარი
შვეიცარია

C ჯგუფი
ბრაზილია
მაროკო
ჰაიტი
შოტლანდია

D ჯგუფი
აშშ
პარაგვაი
ავსტრალია
პლეი ოფი C ევროპა

E ჯგუფი
გერმანია
კურასაო
კოტ დ’ივუარი
ეკვადორი

F ჯგუფი
ნიდერლანდები
იაპონია
პლეი ოფი B ევროპა
თუნისი

G ჯგუფი
ბელგია
ეგვიპტე
ირანი
ახალი ზელანდია

H ჯგუფი
ესპანეთი
კაბო ვერდე
საუდის არაბეთი
ურუგვაი

I ჯგუფი
საფრანგეთი
სენეგალი
ერაყი/ბოლივია/სურინამი
ნორვეგია

J ჯგუფი
არგენტინა
ალჟირი
ავსტრია
იორდანია

K ჯგუფი
პორტუგალია
კონგო/იამაიკა/ახალი კალედონია
უზბეკეთი
კოლომბია

L ჯგუფი
ინგლისი
ხორვატია
განა
პანამა

მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წილისყრა – ლაივი