სარჩევი
ჰოლანდის რეკორდი - პრემიერლიგური კლასიკა კრეივენ კოტეჯზე | Setanta Sports

მანჩესტერ სიტის ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა ფულემთან გამართულ შეხვედრაში (4:5) თავისი მე-100 გოლი გაიტანა და პრემიერ ლიგის ისტორიაში 35-ე ფეხბურთელი გახდა, ვინც აღნიშნულ ნიშნულს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ჰოლანდს 100 გოლის გასატანად პრემიერ ლიგაში ყველაზე ცოტა – 113 მატჩი დასჭირდა, ამით მან ლეგენდარული ალან შირერის რეკორდი დაამხო, რომელმაც 100 გოლი 116 პრემიერლიგურ შეხვედრაში გაიტანა.

Setanta Sport-ის მაყურებელმა ეთერში პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მატჩი იხილა.

უყურე პრემიერ ლიგის ყველა მატჩს setantasports.com-ზე

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

9 გატანილი გოლით ეს მატჩი პრემიერ ლიგის ისტორიაში მე-7 ყველაზე უხვგოლიანი თამაში გამოვიდა. ყველაზე მეტი გოლი პრემიერ ლიგის ერთ მატჩში პორტსმუთსა და რედინგს შორის გამართულ შეხვედრაში (7:4) 2007 წელს გავიდა.

რა ვნახეთ კრეივენ კოტეჯზე?

ქალაქელებმა თამაში მშვენივრად დაიწყეს და ერლინგ ჰალანდის გოლის შემდეგ ის სიგიჟე, რაც ბოლოს მოხდა, საერთოდ არ იკითხებოდა. ნორვეგიელი ფორვარდის გოლს პირველ ტაიმში ტიჟანი რეინდერსის და ფილ ფოდენის გოლები მოჰყვა, რითაც გვარდიოლას გუნდმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა.

თუმცა, პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში, ემილ სმიტ-როუმ ფულემის ჩამორჩენა 2-მდე დაიყვანა, რაც წინა კვირაში ლიდსთან გამართული მატჩის სცენარის გათვალისწინებით, მანჩესტერ სიტისთვის განგაშის ზარი იყო.

შესვენებაზე რაც არ უნდა ეთქვა გვარდიოლას თავისი ფეხბურთელებისთვის, ცხადია, ამან გაამართლა და ქალაქელები მატჩში წერტილის დასასმელად ბევრს უტევდნენ. ფილ ფოდენმა მეორე ტაიმის დაწყებიდან 4 წუთში თავისი მეორე გოლი გაიტანა მატჩში და მალევე დოკუმ სიტის უპირატესობა 4-ბურთიანი გახადა.

1-5 ტაბლოზე და თითქოს ფულემი უშანსოდაა, თუმცა აქ დაიწყო სანახაობა. ჰარი უილსონის ჩაწოდების შემდეგ გადმოვარდნილ ბურთზე ალექს ივობი იყო პირველი და ეფექტური დარტყმით დონარუმას კარი აიღო.

გვარდიოლამ გაშვებული გოლის შემდეგ ცვლილებები განახორციელა და მეტი ენერგიისთვის მოედანზე სავინიო შემოიყვანა დოკუს ნაცვლად, ასევე მოხსნა ნიკო გონსალესი და ნახევარდაცვის საყრდენი ზონა ჯონ სტოუნსით გააძლიერა.

ერლინგ ჰოლანდს მატჩის 70-ე წუთზე ყველაფრის დასრულება შეეძლო, თუმცა ახლო დისტანციიდან მისი თავური დარტყმა ძელს მოხვდა და ნორვეგიელის 101-ე გოლი პრემიერ ლიგაში ცოტა ხნით გადაიდო.

მალევე, ფულემმა ისევ გაიტანა. მორიგი ჩაწოდებული და მორიგი გადმოვარდნილი – ამჯერად სამუელ ჩუკუეზე გახდა გატანილი გოლის ავტორი, რომელმაც ბურთი მარცხენა დაბალ კუთხეში ეფექტურად გადაგზავნა.

მატჩი აბსოლუტურ კლასიკას დაემსგავსა მაშინ, როცა ჩუკუეზემ მეორე გოლიც გაიტანა და ფულემის ჩამორჩენა უკვე 1-ბურთიანი იყო.

მარკო სილვას გუნდი 98-ე წუთზე ქულის აღებასთან ძალიან ახლოს იყო, როცა ბრაზილიელმა ვინგერმა კევინმა საჯარიმოში ჯოშუა კინგი იპოვა, თუმცა გვარდიოლმა მშვენიერი სპრინტი შემოგვთავაზა და ბურთი ხაზიდან გამოიტანა.

პრემიერ ლიგის გულშემატკივარს ეს მატჩი დიდი ხნით ემახსოვრება – გვარდიოლას სიტი მატჩში საუკეთესო გუნდიდან ყველაზე ცუდ გუდამდე ტრანსფორმირდა, ფულემმა კი შეუპოვარი ბრძოლა გვაჩვენა და ისტორიულ ქამბექამდე სულ ცოტა დააკლდა.

ფულემი vs მანჩესტერ სიტი – მიმოხილვა