სარჩევი
განგაში ლივერპულში - ცვლილებების დროა? | Setanta Sports

ენფილდზე ევროპული საღამოები სქაუზერებისთვის კოშმარად იქცა – ინგლისელებმა როტერდამის პსვ-ს წინააღმდეგ მორიგი უსახური თამაში აჩვენეს და შოკისმომგვრელად განადგურდნენ (1:4).

უყურე ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩს setantasports.com-ზე

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ლივერპულს თავისი ბოლო 12 მატჩიდან 9 მარცხი აქვს, რაც გუნდის ისტორიაში 1954 წლის შემდეგ, ყველაზე ცუდი შედეგია ნებისმიერი 12-მატჩიანი სერიის გათვალისწინებით.

წინა სეზონში პრემიერ ლიგის ტრიუმფის შემდეგ, არნე სლოტის გუნდმა ეს სეზონი პრობლემებით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა თითქმის 450 მილიონი დახარჯა ტრანსფერებში, წითლები ძალიან არადამაჯერებლად ასპარეზობენ და ბოლო 12 შეხვედრაში უკვე მე-9 თამაში წააგეს.

ლივერპულის დაცვის კოლაფსი ენფილდზე

ენფილდზე გამართული ჩემპიონთალიგური მატჩი ლივერპულისთვის კოშმარულად დაიწყო. საჯარიმოში ვან დაიკის ხელით თამაშის შემდეგ დანიშნული პენალტი ივან პერიშიჩმა გამოიყენა და პსვ წინ გაიყვანა. 10 წუთში დომინიკ სობოსლაიმ დამატებაზე ანგარიში გაათანაბრა და თითქოს ლივერპული თამაშში დაბრუნდა.

ცალსახად შეინიშნებოდა, რომ ლივერპულის ნახევარმცველები ცენტრში ბევრ ორთაბრძოლას აგებდნენ, მცველები პოზიციურ შეცდომებს უშვებდნენ, ხოლო შეტევაში გადაადგილების სიმცირე იყო.

პრობლემები მეორე ტაიმშიც გაგრძელდა. როგორც კი ლივერპული მეტოქის მესამედს უახლოვდებოდა, ბურთი იკარგებოდა ან შეტევა უშედეგო დარტყმით მთავრდებოდა.

პსვ-მ მეორე გოლი 56-ე წუთზე გაიტანა, როცა მაურო ჯუნიორმა მერსისადიელთა დაცვაში არსებული პოზიციური შეცდომა გამოიყენა და ბრწყინვალე გამჭოლი გადაცემით ტილი ხელსაყრელ პოზიციაში დატოვა, რომელმაც თავისმხრივ კარგად შეასრულა და როტერდამელები ისევ წინ გაიყვანა.

ვან დაიკთან ერთად საშინელი თამაში ჰქონდა კონატესაც, რომლის შეცდომასაც მამარდაშვილის კარში მესამე გოლი მოჰყვა. დრიუეშმა ჯერ 73-ე წუთზე გაზარდა უპირატესობა, ხოლო შემდეგ ვან დაიკის პასიურობით ისარგებლა და ბოლო წუთზე პსვ-ს უპირატესობა გამანადგურებელი გახადა.

გამოჩნდა, რომ ლივერპულის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დაცვის ხაზია – გუნმა ბოლო 12 თამაშიდან 10-ში პირველმა გაუშვა გოლი. უკვე მივეჩვიეთ, რომ ლივერპულის მცველები ხშირად კარგავენ პოზიციას და მეტოქის ქაოსური შეტევების დროს თავდაჯერებულად თავს ვერ იცავენ, თუნდაც ისე, როგორც ამას გასულ სეზონში აკეთებდნენ.

ლივერპული vs პსვ – მიმოხილვა

განგაში ლივერპულში – ცვლილებების დროა?

ლივერპულის ბოლოდროინდელი შედეგები ბრიტანულ პრესაში განხილვის მთავარ თემადაა ქცეული, თითქმის ყოველკვირეულად ვისმენთ თუ როგორ აკრიტიკებენ საფეხბურთ ექსპერტები არნე სლოტის გუნდს და პსვ-სთან გამართული მატჩის შემდეგ მერსისაიდელთა ლეგენდამ – სტივენ ჯერარდმაც ისაუბრა:

“სწრაფი გოლის გაშვების შემდეგ რეაქცია გუნდმა მალევე გამოავლინა და ეს არის ერთადერთი, რამ რასაც შეგვიძლია პოზიტიურად შევხედოთ.

პირველ ტაიმში იყო მომენტები, როდესაც წინ გასვლა შეგვეძლო, თითქოს ისე მიმდინარეობდა თამაში, რომ ვერავინ იფიქრებდა 1:4-ს წავაგებდით, თუმცა დაცვაში დაშვებულმა შეცდომებმა ყველაფერი გადაწონა

დაცვის ხაზზე საუბრისას, სტივიმ აქცენტი კონატეს მოხსნაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი აზრით იბუ მოედნიდან ცუდი პერფორმანსის გამო გაიყვანეს და ეს იყო გაფრთხილება ფრანგი ფეხბურთელისთვის.

“ვფიქრობ, კონატეს მოედნიდან გაყვანა რაღაც განაცხადი იყო. რაღაც მომენტში ვუყურებდი ლივერპულის დაცვის ხაზს და იქ ვხედავდი კერტის ჯონსს, რაიან გრავენბერხს, ვირჯილ ვან დაიკს და მილოშ კერკეზს – ეს არ არის ლივერპულის დაცვა და არც არასდროს არ უნდა იყოს.”

ცვილებებზე საუბრისას ჯერარდმა აღნიშნა, რომ მთავარი, რაც ახლა გუნდს აკლია თავდაჯერებულობა და სტაბილურობაა. სტივის აზრით, პასუხები მთავარმა მწვრთნელმა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იპოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლივერპულის ეს საშინელი სერია კვლავ გაგრძელდება.

“ასეთ პერფორმანსს არანაირი გამართლება არ არქვს ისეთ გუნდში, როგორიც ლივერპულია. ვერაფერს იტყვი, გუნდი აშკარად რეგრესირებს და პრობლემები ბევრია.

გუნდის თავდაჯერებულობა საშინლად დაქვეითებულია. გუნდი ღია ფეხბურთს თამაშობს და მეტოქეს ყველაფრის საშუალებას აძლევს. მანამ, სანამ მწვრთნელი პასუხებს და სტაბილურობას არ იპოვის გუნდში, ვფიქრობ ეს სიტუაცია გაგრძელდება”

შემდეგი თამაშები და სტაბილურობა

ჩემპიონთა ლიგის ფაზის შემდეგ ტურამდე, ლივერპულს სამი პრემიერლიგური მატჩი ელოდება, რა დროსაც ვესტ ჰემს, სანდერლენდს და ლიდსს დაუპირისპირდება.

არნე სლოტის გუნდს რეაბილტიაციის მოხდენისთვის ამაზე კარგი შანსი წინ აღარ ექნება, რადგან უკვე კალენდარიც იცვლება და რთულდება.

უკვე დროა ვისაუბროთ იმაზე, რომ არადამაჯერებელი შედეგების ჩვენების შემთხვევაში, გუნდში ძირეულ ცვლილებებს ვიხილავთ და შეიძლება ეს ცვლილებები მთავარ მწვრთნელსაც შეეხოს.