მადრიდის რეალის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ვინისიუს ჟუნიორმა სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ ჩაბი ალონსოსთან არეული ურთიერთობის გამო კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვეში ვინისიუსის და ფლორენტინო პერესის შეხვედრის შემდეგ მადრიდთან დაახლოებული პრესა წერდა, რომ ფეხბურთელსა და კლუბს შორის ყველაფერი რიგზეა, დღეს The Athletic-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბრაზილიელს რეალის დატოვება სურს.
ვინისიუს ჟუნიორს მადრიდის რეალთან 2027 წლამდე გათვლილი კონტრაქტი აკავშირებს. მხარეებმა ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები იანვარში დაიწყეს, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ფაქტია, რომ ვინისიუსსა და ჩაბი ალონსოს შორის ურთიერთობა ვერ დალაგდა და დროის გასვლასთან რთად უფრო და უფრო უარესდება. ყველაფერი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, პარი სენ-ჟერმენთან წაგების შემდეგ (0:4) დაიწყო, ამის შემდეგ ვინისიუსი რამდენჯერმე დარჩა სათადარიგო სკამზე და მოედნიდან გასვლის დროს ყოველთვის აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას.
ვინისიუსს სჯერა, რომ ალონსო მას სამართლიანად არ ექცევა, მაშინაც კი, როდესაც ბარსელონასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ ვინისიუსმა ბოდიშის წერილი გამოაქვეყნა, ბრაზილიელს სამეფო კლუბის მწვრთნელის სახელი არ უხსენებია.
ჩაბი ალონსომ, თავისმხრივ, პრეს-კონფერენციებზე არა ერთხელ ისაუბრა ვინისიუსის გარშემო არსებულ აჟიოტაჟზე და ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ფეხბურთელს და მწვრთნელს შორის არანაირი პირადული გაუგებრობა არ არსებობს.
ვინისიუს ჟუნიორმა მადრიდულ კლუბთან ახალი კონტრაქტი 2022 წელს გააფორმა, რომლის დეტალებიც 1 წლის შემეგ გახდა ცნობილი. ბრაზილიელი ყოველწლიურად 18 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და მისი კონტრაქტის გამოსყიდვა 1 მილიარდ ევროდ არის შესაძლებელი.
ამ წლის დასაწყისში მადრიდულმა კლუბმა ვინისიუსს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც ბრაზილიელი ყოველწლიურად 20 მილიონ ევროს მიიღებდა, თუმცა ფეხბურთელის მხარემ ეს შეთავაზება უარით გაისტუმრა და საპასუხოდ ისტორიული კონტრაქტი მოითხოვა – 30 მილიონი ევრო წელიწადში (ისეთი, როგორიც კრიშტიანუ რონალდუს ჰქონდა), ხელფასი მოიცავდა ასევე განახლებად ბონუსებსაც, რომლის შემდეგაც მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
როგორც ესპანური გამოცემები წერენ, არ არის გამორიცხული რეალის შედეგების გამოსწორების და ალონსოსთან ურთიერთობის დალაგების შემდეგ ვინისიუს ჟუნიორმა მადრიდის რეალში დარჩენა გადაწყვიტოს, თუმცა ამ ეტაპზე ცალსახაა, რომ ბრაზილიელის სურვილი სამეფო კლუბში დარჩენა არ არის.