სარჩევი
ჩელსი vs ბარსელონა და სხვა მატჩები - ჩემპიონთა ლიგა setantasports.com-ზე | Setanta Sports

ჩემპიონთა ლიგა setantasports.com-ზე – 25 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტურის მატჩები გაიმართება. ცენტრალური მატჩი სტემფორდ ბრიჯზე შედგება, სადაც ადგილობრივი ჩელსი კატალონიის ბარსელონას უმასპინძლებს.

უყურე ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩს setantasports.com-ზე

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

აიაქსი vs ბენფიკა

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მიმდინარე სეზონში სულ ორი გუნდია ისეთი, რომელსაც 4 ტურის შემდეგ არც ერთი ქულა აუღიათ – ესენი არიან აიაქსი და ბენფიკა, რომლებიც ერთმანეთს ამსტერდამ არენაზე დაუპირისპირდებიან.

ეს გუნდები ევროტურნირებზე ერთმანეთს ისტორიაში სულ 9-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც აიაქსმა 4-ჯერ მოიგო, 3-ჯერ მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 2-ჯერ გამარჯვება ლისაბონელებს დარჩათ.

უმწვრთნელოდ დარჩენილი აიაქსი შიდა ჩემპიონატშიც ცუდად გამოიყურება და რთულად სათქმელია, რამდენად მოიპოვებს გუნდი შემდეგი წლის ჩემპიონთა ლიგის საგზურს. ჰეიტინგას გათავისუფლების შემდეგ, ფრედ გრიმი რეაბილიტაციის მოხდენას ვერ ახერხებს და ზედიზედ ორი მატჩი წააგო.

მეორე მხრივ, ჟოზე მოურინიოს გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე 4-ივე მატჩი წააგო – ეს პორტუგალიელის სამწვრთნელო კარიერაში (154 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე) ყველაზე ცუდი სერიაა.

საინტერესოა, თუ რომელი გუნდი დაასრულებს ცუდ სერიას და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შანსს დაიტოვებს.

გალათასარაი vs როიალ უნიონი

პირველ ტურში, აინტრახტთან განცდილი მარცხის შემდეგ თურქული გუნდის რეაქცია იდეალური იყო – გალათასარაიმ ზედიზედ 3 მატჩი მოიგო და საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრისთვის იბრძვის.

როიალ უნიონთან გამარჯვების მოპოვებით გალათასარაი დროებით სატურნირო ცხრილის ლიდერს – მიუნხენის ბაიერნს გაუთანაბრდება.

მეორე მხრივ, საინტერესოა, რომ ევროტურნირებზე არც ერთ ბელგიურ გუნდს არ წაუგია გალათასარაის წინააღმდეგ (8 მატჩი, 4 მოგება, 4 ფრე). აქამდე გალათასარაი ანდერლეხტის და ბრიუგეს დამარცხებას ვერ ახერხებდა, როიალ უნიონის წინააღმდეგ თურქები ისტორიაში პირველად ითამაშებენ.

როიალ უნიონმა პირველ ტურში პსვ-ს დამარცხების შემდეგ (3:1) ჩემპიონთა ლიგის ფაზაში ზედიზედ 3 მატჩი წააგო, ბელგიელები ამ ცუდი სერიის დროს ჯამში 11 გოლი გაუშვეს.

მატჩის საკვანძო მოთამაშე ვიქტორ ოსიმენი იქნება, რომლის მიმართაც დიდი ყურადღებაა. ნიგერიელმა ფეხბურთელმა პირველი ტური გამოტოვა ხოლო შემდეგ 3-ივე ტურში შეძლო თავის გამოჩენა და ამ მომენტისთვის ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 6 გოლი აქვს გატანილი.

აღსანიშნავია, რომ გასული სეზონის ჩათვლით, ოსიმენს ევროტურნირებზე ზედიზედ 8 მატჩში გააქვს გოლი (ჯამში სულ 12 გოლი გაიტანა). ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც იგივე ზედიზედ 9 მატჩში გააკეთა რობერტ ლევანდოვსკი იყო. პოლონელს 9-მატჩიანი გოლების სერია ევროტურნირებზე ბაიერნში, 2020 წლის ნოემბრიდან, 2021 წლის ნოემბრამდე ჰქონდა.

ბუდე/გლიმტი vs იუვენტუსი

ეს იქნება მე-14 შემთხვევა, როდესაც ბუდე/გლიმტი ევროტურნირზე იტალიურ გუნდს დაუპირისპირდება. ბუდე/გლიმტს იტალიურ კლუბებთან ცალსახად უარყოფითი ბალანსი აქვს (13 მატჩი, 4 მოგება, 1 ფრე, 8 წაგება).

ორივე გუნდი საუკეთესო 24 გუნდს მიღმაა სატურნირო ცხრილში და თავისი პირველი გამარჯვების ძიებაშია. იუვენტუსმა 4 ტურში ერთხელ წააგო და 3-ჯერ ფრედ ითამაშა, ხოლო ბუდე/გლიმტს ოთხი ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს (2 ფრე, 2 წაგება).

იუვენტუსი ნორვეგიული კლუბის წინააღმდეგ ევროტურნირებზე 2001/02 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებს – მაშინ ტურინულმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე როსენბორგთან სტუმრად ფრედ 1:1 ითამაშა, ხოლო საკუთარ მოედანზე 1:0 იმარჯვა.

სპალეტი იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოქტომბრის ბოლოს დაინიშნა და 4 ჩატარებულ მატჩში არც ერთი მატჩი წაუგია (3 ფრე, 1 მოგება). ბიანკონერი თავისი პირველი ჩემპიონთალიგური 3 ქულის აღებას ამჯერად ბელგიაში შეეცდება.

ჩელსი vs ბარსელონა

დაპირისპირება, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში არა ერთი სანახაობრივი მომენტი უჩუქებია მაყურებლისთვის, სტემფორდ ბრიჯზე შედგება.

ჩელსის და ბარსელონას ურთიერთშეხვედრები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ყოველთვის გამოირჩევა სანახაობით და დრამატულობით, გვახსოვს ოვრებოს გმირობები 2009 წელს, როცა ანდრეს ინიესტამ ბოლო წუთზე გატანილი გოლით გაიყვანა ბარსელონა შემდეგ ეტაპზე, შემდეგ იყო ფერნანდო ტორესის გეიმვინერი ბარსელონას კარში 2012 წელს, როცა ლონდონურმა გუნდმა საქმე ბოლომდე მიიყვანა და ფინალში ბაიერნი დაამარცხა.

ბუნებრივია, გუნდებში საერთოდ სხვა სიტუაციაა, თუმცა დაპირისპირებას ისეთი წარსული აქვს, რომ მატჩს ინტრიგა ცალსახად არ აკლია.

მარესკას გუნდი მიმდინარე სეზონში რესურსის გადანწილებას, ასე თუ ისე, კარგად ახერხებს. პრემიერ ლიგის ბოლო ტურში ბარნლისთან მოპოვებული გამარჯვებით ლურჯები სატურნირო ცხრილში მეორე ადგილამდე დაწინაურდნენ და ლიდერ არსენალს 6 ქულით ჩამორჩებიან.

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ბრიუგესთან ნათამაშები ფრის შემეგ (3:3) ბარსელონამ შიდა ჩემპიონატში ზედიზედ ორი მატჩი მოიგო სელტას და ბილბაოს წინააღმდეგ, ამ ორ მატჩში ფლიკის გუნდმა 8 გოლი გაიტანა.

საინტერესოა, რომ სტემფორდ ბრიჯზე გამართულ ბოლო 4 შეხვედრაში ბარსელონას გამარჯვება არ მოუპოვებია (2 ფრე, 2 წაგება). მარესკას გუნდი რთულ მეტოქეს თავდაჯერებულად ხვდება – ჩელსის ბოლო 10 თამაშში ყველა ტურნირზე მხოლოდ 1 წაგება აქვს.

ჩემპიონთა ლიგაზე გუნდებს თანაბარი 11-11 ქულა აქვთ და საუკეთესო 8 გუნდში შესვლისთვის იბრძვიან.

რაც შეეხება დანაკლისს, მასპინძლები კვლავ კოულ პალმერის გარეშე ითამაშებენ, გარდა ინგლისელი 10-იანისა ჩელსის კოლვილი და ლავია დააკლდება, ბარსელონას დახმარებას კი ტრავმის გამო ტერ შტეგენი, პედრი და გავი ვერ შეძლებენ.

დორტმუნდი vs ვილიარეალი

დორტმუნდი ტოპ-8 გუნდში შესასვლელად გამარჯვების მოპოვებას ვილიარეალის წინააღმდეგ ეცდება, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი ქულა აქვს.

მეორე მხრივ, ყვითელი წყალქვეშა ნავი ამ მატჩში წაგებით ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შანსს მნიშვნელოვნად შეიმცირებს, ასე რომ, ამ მატჩში სახანაობრივ და შეუპოვარ ბრძოლას უნდა ველოდოთ.

საინტერესოა, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში პირველად შეხვდებიან. დორტმუნდს საკუთარ კედლებში ესპანური გუნდის წინააღმდეგ გამართულ ბოლო 4 შეხვედრიდან 3 მოგებული აქვს, ამავე დროს, ვილიარეალს გერმანიაში ცალსახა უარყოფითი ბალანსი აქვს – ბოლო 4 მატჩში 3 ფრე, 1 წაგება.

ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება გიორგი მიქაუტაძის ხილვა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა (იუვენტუსის წინააღმდეგ).

მანჩესტერ სიტი vs ლევერკუზენი

მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგაზე საიუბილეო – მე-100 თამაშს ჩაატარებს მწვრთნელის რანგში (62 მოგება, 19 ფრე, 18 წაგება).

ქალაქელები სანაკრებო პაუზის შემდეგ ნიუკასლს ესტუმრნენ, სადაც მძიმე ბრძოლაში დამარცხდნენ (1:2) და პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში უკან დაიხიეს.

ჩემპიონთა ლიგაზე გვარდიოლას გუნდი მშვენივრად ასპარეზობს – 10 ქულით სიტი მე-4 ადგილზეა ლიგის ფაზაში, ბოლოს ინგლისურმა კლუბმა დორტმუნდის ბორუსიას წინააღმდეგ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს (4:1).

საკუთარ მოედანზე მანჩესტერ სიტი შეუდარებლად თამაშობს. ბოლო 7 თამაშიდან სიტის ეტიჰადზე ყველა მოგება აქვს, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჯგუფურეტაპზე/ლიგის ფაზაზე მანჩესტერ სიტის საკუთარ მოედანზე ბოლო 23 თამაშია არ წაუგია (20 მოგება, 3 ფრე).

ლევერკუზენმა სიტისგან განსხვავებით სანაკრებო პაუზის შედეგ შიდა ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვა. კასპერ ჰულმანდის გუნდმა სტუმრად ვოლფსბურგი დაამარცხა (3:1) და ბუნდესლიგაში მესამე ადგილი შეინარჩუნა. ლევერკუზენი ლიდერ ბაიერნთან 8-ქულიან ჩამორჩენაშია.

მანჩესტერ სიტი და ლევერკუზენი ისტორიაში პირველად შეხვდებიან ერთმანეთს. სიტის გერმანული კლუბების წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე 13-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს მაშინ, როცა ლევერკუზემა ინგლისში გამართულ ბოლო 10 მატჩში 8-ჯერ წააგო.

მარსელი vs ნიუკასლი

მანჩესტერ სიტისთან მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, ჯორდები ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე გამარჯვების მოპოვებას და პლეი-ოფში გასვლისკენ დიდი ნაბიჯის გადადგმას ეცდებიან.

მარსელმა ნოემბრის სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ ლიგა 1-ში ნიცას წინააღმდეგ ბრწყინვალე შემტევი პერფორმანსი გვაჩვენა და მეტოქე გაანადგურა (5:1).

დე ძერბის გუნდი შიდა ჩემპიონატში ბრწყინვალე შედეგებს აჩვენებს და საფრანგეთის ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. მარსელი ლიდერ პსჟ-ს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

მარსელი და ნიუკასლი ერთმანეთს 2003/04 წლების უეფას თასის ნახევარფინალურ ეტაპზე შეხვდნენ, სადაც ფინალში გასვლა მარსელმა შეძლო (2:0, 0:0).

ნაპოლი vs ყარაბაღი

ანტონიო კონტეს გუნდი საკუთარ მოედანზე აზერბაიჯანულ ყარაბაღს მიიღებს და სატურნირო ცხრილში ცვლილებების გასაკეთებლად მოსაგებად ითამაშებს.

ნაპოლის ჩემპიონთა ლიგაზე რთული სეზონი აქვს – იტალიის ჩემპიონებმა 4 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს (1 ფრე, 2 წაგება). ცალსახაა, ნეაპოლელების მიზანი ტოპ-24 გუნდში შესვლაა და ამისთვის საკუთარი ფანების წინაშე ყარაბაღის წინააღმდეგ 3 ქულის აღებაა საჭირო.

ყარაბაღმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველასთვის მოულოდნელად – ზედიზედ ორი გამარჯვებით დაიწყო (3:2 ბენფიკასთან და 2:0 კოპენჰაგენთან). აზერბაიჯანელების სვლა ბასკებმა შეაჩერეს (1:3), ხოლო ბოლოს ყარაბაღმა ლონდონის ჩელსისთან რთულ მატჩში ქულა აიღო (2:2), თუმცა იქ აზერბაიჯანელები იგებდნენ და მხოლოდ ბოლოს გარნაჩოსგან მიღებული გოლის დამსახურებით დაკარგეს ქულები.

ნაპოლისთვის ყარაბაღი პირველი აზერბაიჯანული გუნდი იქნება ვისთანაც უთამაშია, ხოლო ყარაბაღი აქამდე იტალიურ გუნდს 6-ჯერ შეხვდა და ვერც ერთხელ მოიგო (1 ფრე, 5 წაგება).

სლავია vs ბილბაო

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მოუგებელი სლავია პრაღა საკუთარ მოედანზე ატლეტიკ ბილბაოს მიიღებს და პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

ერნესტო ვალვერდეს ბილბაო ჩემპიონთა ლიგაზე პრობლემებით დაბრუნდა. ბასკურ გუნდს 4 ჩატარებული მატჩიდან 3 წაგება და 1 მოგება აქვს.

ლა ლიგის ბოლო ტურში კატალონიის ბარსელონასთან განადგურების შემდეგ (0:4) ჩეხეთის დედაქალაქში მოპოვებული გამარჯვება ბასკებისთვის რეაბილიტაციის მოხდენის კარგი შანსი იქნება.

საინტერესოა, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ბოლოს ევროპა ლიგის ფაზაზე შეხვდნენ, სადაც მინიმალური ანგარიშით გამარჯვება ატლეტიკ ბილბაომ მოახერხა. სლავიას ესპანური გუნდის წინააღმდეგ ევროტურნირებზე 13 თამაშიდან მხოლოდ 1 მოგება აქვს (6 ფრე, 6 წაგება), ხოლო ბილბაოს ჩეხური გუნდის წინააღმდეგ 1 მარცხი აქვს (2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება).

ყველა ამ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Setanta Sport-ის არხებსა და setantasports.com-ის პლატფორმაზე შეგიძლიათ.

Setanta Sport 3-ის პირდაპირ ეთერში ასევე იქნება მულტივიუ ეთერი, სადაც ყველა ამ მატჩიდან საუკეთესო მომენტების ნახვის შესაძლებლობა გექნებათ.