2025 წლის ATP შემაჯამებელი ტურნირი თანამედროვე საჩოგბურთო კლასიკით – სინერი vs ალკარასი – დასრულდა. ორივე ჩოგბურთელი ფინალამდე დაუმარცხებლად მივიდა, ხოლო საფინალო მატჩში მენტალური მდგრადობით და სტაბილურობით გამარჯვება იანიკ სინერმა მოიპოვა (7:6, 7:5).
იხილე მატჩის სრული ჩანაწერი ჩვენს პლატფორმაზე – სინერი vs ალკარასი
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
სინერმა ფინალში დომინანტური და უშეცდომო პერფორმანსი გვაჩვენა მაშინ, როცა ალკარასი ფიზიკურ დისკომფორტს განიცდიდა და პირველი სეტის მიმდინარეობისას სამედიცინო პაუზაც აიღო.
მიუხედავად ფიზიკური პრობლემისა, ალკარასმა რამდენიმე მაგიური მომენტი გვაჩუქა – გადამწყვეტ დროს გენიალური დროფშოთით სეტ პოინტიც მოიპოვა, თუმცა სინერმა ცისვსისხლიანად მოიგერია.
პირველი სეტის ტაიბრეიკში სინერმა თავისი ჩაწოდების ხარჯზე იმარჯვა და ამასთან, ჩვეული აუღელვებელი თამაში გვაჩვენა. მთელი სეზონის განმავლობაში იტალიელმა მხოლოდ 3-ჯერ წააგო ტაიბრეიკი და სამივეჯერ კარლოს ალკარასის წინააღმდეგ.
მეორე სეტი კარლოს ალკარასმა მძლავრად დაიწყო და სინერის ჩაწოდებაც მოიგო, თუმცა იტალიელმა რეაბილიტაცია მალევე მოახდინა, ტაქტიკურად სწორი გათვლები გააკეთა და მომენტუმი თავის სასარგებლოდ დაიბრუნა.
ამ გამარჯვებით იანიკ სინერმა ზედიზედ მეორე შემაჯაბელი ტურნირი მოიგო. მისი ფიზიკური, ტაქტიკური თუ მენტალური ევოლუცია წლიდან წლამდე გასაოცარია და იტალიელს 2026 წლის ტურნირებისთვის მთავარ კონტენტერად აქცევს.
ამავე დროს, მსოფლიო რეიტინგის პირველ ადგილს კარლოს ალკარასი ინარჩუნებს, რომელიც ახლა Davis Cup-ისთვის მოემზადება, რომლის ხილვაც Setanta Sport-ზე შეგეძლებათ.