სარჩევი
ქოჩორაშვილის დებიუტი - ასისტი და მოგება ქაირათთან | Setanta Sports

საქართველოს ნაკრების და სპორტინგის ნახევამრცველის, გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე ქაირათის წინააღმდეგ (4:1) წარმატებული გამოვიდა.

ქოჩორაშვილი ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში შედეგიანი გადაცემით გამოირჩა. სპორტინგმა კი მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

ქართველმა ნახევარმცველმა თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 60 წუთი ითამაშა. ქოჩორაშვილის პასების სიზუსტე 87% იყო.

მატჩის მიმოხილვა

აღსანიშნავია, რომ ქაირათის ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ზარიამ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

ლიგის ფაზის პირველი ტური წარმატებული გამოდგა სხვა ქართველი ფეხბურთელებისთვისაც. ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალე გოლი გაუტანა ატალანტას და საბოლოოდ პსჟ-მ მეტოქე 4:0 გაანადგურა.

გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის სათადარიგო სკამზე დარჩა, ‘წითლებმა’ კი თავიანთი თამაში მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ ბოლო წუთზე, 3:2 მოიგეს.

ჩემპიონთალიგური დებიუტი წარუმატებელი გამოდგა გიორგი მიქაუტაძისთვის. ვილიარეალმა ტოტენჰემთან გასვლითი შეხვედრა მინიმალური ანგარიშით დათმო (0:1).

ლიგის ფაზის მეორე ტური 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს გაიმართება. ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-ის პლატფორმაზე შეგეძლებათ.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.