პსჟ-ს ქართველი სუპერვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველ ტურში, ატალანტასთან სათამაშოდ მზადაა.
როგორც მოგეხსენებათ, ქართველმა ფეხბურთელმა ლიგა 1-ის მეოთხე ტურში, ლანსთან კუნთზე დაზიანება მიიღო და მოედნის დატოვება 29-ე წუთზე მოუწია.
სამედიცინო ტესტის შედეგების მიხედვით, კვარაცხელია სერიოზულ ტრავმას გადაურჩა და ფეხბურთელს მხოლოდ ნაკაწრები აქვს ფეხზე.
2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის ფაზა სტარტს 16 სექტემბერს აიღებს:
პარიზულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფანები ოპტიმისტურად უყურებენ კვარაცხელიას გამოჩენას ატალანტას წინააღმდეგ.
ლუის ენრიკეს გუნდს ატალანტასთან შეხვედრაში დეზირე დუე, უსმან დემბელე და ბერალდო ვერ დაეხმარებიან.
საეჭვოა ასევე კორეელი ნახემვარცველის, კან-ინ ლის თამაშიც.
რაც შეეხება პსჟ-ს მეტოქეს, ატალანტას ჩემპიონთალიგურ მატჩში კოლაშინაცი და ბაკერი ვერ დაეხმარებიან.
კითხვის ნიშნის ქვეშაა გუნდის ლიდერის, ადემოლა ლუკმენის და ჯანლუკა სკამაკას თამაში.
პარიზული გუნდი ბერგამოელებს 17 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00-ზე შეხვდებიან.
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა სეტანტა სპორტს 1-ზე და setantasports.com-ის პლატფორმაზე შეგეძლებათ.