სარჩევი
კრისტალ პალასმა აპელაცია წააგო და ევროპა ლიგის ადგილი დაკარგა | Setanta Sports

კრისტალ პალასმა ოფიციალურად წააგო აპელაცია გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც კლუბი ევროპა ლიგიდან მოიხსნა და მომავალ სეზონს კონფერენს ლიგაზე ჩაატარებს.

სპორტული არბიტრაჟის სასამართლოს (CAS) გადაწყვეტილებით, ნოტინგემ ფორესტი მიიღებს ევროპის ლიგის საგზურს, რომელიც პალასის დისკვალიფიკაციის შედეგად გამოთავისუფლდა.

ეს ინფორმაცია სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ გავრცელდა, რაც პალასმა ლივერპული პენალტებში დაამარცხა და უემბლიზე ქომიუნითი შილდი მოიგო.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

კრისტალ პალასმა აპელაცია წააგორატომ დაისაჯა პალასი?

პალასმა ევროპა ლიგის საგზური ინგლისის თასის მოგებით მოიპოვა, თუმცა UEFA-მ კლუბი მრავალკლუბიანი მფლობელობის წესების დარღვევის გამო დასაჯა.

ამერიკელი ბიზნესმენი ჯონ ტექსტორი, რომელიც ივნისამდე ფლობდა კლუბის 43%-ს, ასევე არის საფრანგეთის ლიონის წილის მთავარი მფლობელი, რომელმაც ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.

UEFA-სთვის მფლობელობის სტრუქტურის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტები კლუბს 2025 წლის 1 მარტამდე უნდა წარედგინა, მაგრამ ეს ვადა პალასმა დაარღვია.

ივლისში კლუბმა CAS-ში გაასაჩივრა UEFA-ს გადაწყვეტილება და სარჩელში ასევე ჩართო ლიონი და ნოტინგემ ფორესტი.

CAS-ის ვერდიქტში აღნიშნულია:

  • რეგლამენტი მკაფიოა და არ იძლევა გამონაკლისების შესაძლებლობას კლუბებისთვის, რომლებიც შეფასების თარიღისთვის წესებს არ აკმაყოფილებენ.
  • ტექსტორს ჰქონდა გადამწყვეტი გავლენა ორივე კლუბზე UEFA-ს შემოწმების დღეს.
  • პალასის არგუმენტი „არათანაბარ მოპყრობაზე“ ნოტინგემ ფორესტთან და ლიონთან შედარებით უარყოფილ იქნა.

UEFA-ს წესებით, ერთი და იგივე პირის ან კომპანიის გადამწყვეტ გავლენაში მყოფ კლუბებს ერთ ევროპულ ტურნირში თამაში ეკრძალებათ.

ვის შეხვდება პალასი?

კონფერენს ლიგის პლეი-ოფის რაუნდში პალასი ნორვეგიის ფრედრიკსტადსა და დანიიის მიდტიულანდს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება აგვისტოს ბოლოს.

კრისტალ პალასმა აპელაცია წააგომოვლენების ქრონოლოგია

  • 17 მაისი – პალასმა მანჩესტერ სიტი ინგლისის თასის ფინალში დაამარცხა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.
  • 10 ივნისი – ნოტინგემ ფორესტმა UEFA-ს მიმართა და პალასის უფლებაზე შეკითხვები დასვა.
  • 23 ივნისი – ტექსტორმა პალასის 43%-იანი წილი ნიუ-იორკ ჯეტსის მფლობელ ვუდი ჯონსონს მიჰყიდა.
  • 30 ივნისი – ტექსტორი ლიონის მენეჯმენტის პოზიციიდან გადადგა.
  • 11 ივლისი – UEFA-მ პალასი კონფერენს ლიგაზე გადაიყვანა.
  • 22 ივლისი – პალასმა CAS-ში აპელაცია შეიტანა.
  • 8 აგვისტო – გაიმართა საქმის განხილვა CAS-ში.

როგორ გადაურჩა ნოტინგემ ფორესტი სანქციებს?

ნოტინგემ ფორესტის მფლობელმა ევანგელოს მარინაკისმა, რომელიც ასევე აკონტროლებს ბერძნულ ოლიმპიაკოსს, სანქციებს თავი აარიდა აპრილში წილის შემცირებით, რაც ოფიციალურად გამოცხადდა.

ტექსტორმა მსგავსი ნაბიჯები მხოლოდ ივნისში გადადგა, თუმცა ეს დაგვიანებული აღმოჩნდა UEFA-ს რეგლამენტის შესასრულებლად.