Fight Night Live – გიგა ჭიკაძე, ლადო, მინდია და ბუჩო. როგორი ანონსია? ცხადია, საუცხოო. რიგით 29-ე გადაცემას განსაკუთრებული სტუმარი ეყოლება.
UFC-ში განსაკუთრებული თვე და არამხოლოდ 1 თვე გამოვიდა. შესაბამისად, MMA-ის ტრადიციულ გადაცემას ასეთივე სტუმარი სჭირდებოდა.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
ეს ქართული ერაა – და ეს მართლაც ასეა. P4P რეიტინგს ისტორიაში პირველად ქართველი ლიდერობს. ილია თოფურიამ ორი წონის ჩემპიონობა მოიპოვა და ისტორიაში პირველი სპორტსმენი გახდა, იმ 10-დან ათლეტიდან, რომელმაც ეს დაუმარცხებლად შეძლო.
მერაბ დვალიშვილმა შონ ომალის წინააღმდეგ ქამარი დაიცვა და თანაც სანახაობრივ სტილში.
თავად გიგა ჭიკაძე ქვემსუბუქი რეიტინგის ტოპ 15-ში დაბრუნდა.
შესაბამისად, უბრალოდ მიზეზი არ არსებობს, თუ რატომ შეიძლება გამოტოვოთ, Fight Night Live – სტუმარი გიგა ჭიკაძე Setanta Sports UFC-ის Youtube არხზე.
ხუთშაბათს, 3 ივლისს 21:00 საათიდან Setanta Sports-ის სტუდიიდან, ლაივში MMA-ის მოყვარულებსა და არამხოლოდ მათ, გელით, უზომოდ საინტერესო გადაცემით.