ლიონი ლიგა 2-ში. პირველად 1989 წლის შემდეგ, შესაძლოა, ოლიმპიკ ლიონმა რანგით მე-2 ფრანგულ დივიზიონში ითამაშოს. მიზეზი სოლიდური ფინანსური დავალიანებაა.
გიორგი მიქაუტაძის კლუბი, დღეის მდგომარეობით, ლიგა 2-ში DNCG-ის გადაწყვეტილებით, დაქვეითებულად გამოცხადდა.
ლიონი ლიგა 2-ში?
ლიონი საფრანგეთის საფეხბურთო ფინანსურმა მაკონტროლებელმა ორგანომ – DNCG-მა ლიგა 2-ში გადაიყვანა. სამშაბათს ღამით ამის შესახებ საფრანგეთის პროფესიონალურმა საფეხბურთო ლიგამ (LFP) განაცხადა.
კლუბმა, რომელსაც ამერიკელი ჯონ ტექსტორი ხელმძღვანელობს, ნოემბერში დაწესებული შემზღუდველი ზომების მოხსნაში DNCG-ის დასარწმუნებლად საკმარისი არგუმენტები ვერ წარმოადგინა.
მათ შორის იყო წინასწარი, ადმინისტრაციული დაქვეითება, რომლის ძალაშიც დატოვება გადაწყვიტა DNCG-მა.
კლუბმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას იგი დაუყოვნებლივ გაასაჩივრებს.
„ჩვენ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გავასაჩივრებთ, რათა ვაჩვენოთ, რომ „ლიონის“ ლიგა 1-ში დარჩენისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსები გაგვაჩნია,“ – წერია კლუბის განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბის მფლობელი ჯონ ტექსტორი DNCG-ის წინაშე წარდგომამდე თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, მისი არგუმენტები საკმარისად დამაჯერებლად მიჩნეული არ იქნა.
ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ანგარიშების დაბალანსების მიზნით კლუბს მრავალი ნაბიჯი გადადგმული ჰქონდა.
„ბოლო კვირების განმავლობაში არაერთი ინვესტიცია განვახორციელეთ. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია,“ – ასე აცხადებდა ტექსტორი, რომელიც Eagle Football Holding-ის პრეზიდენტია.
L'Olympique Lyonnais prend acte de la décision incompréhensible rendue par la DNCG ce soir et confirme qu'il fera immédiatement appel
— Olympique Lyonnais (@OL) June 24, 2025
🗞 Le communiqué 👇
ორშაბათს, მოსმენამდე ერთი დღით ადრე, ტექსტორმა თანხმობა მიიღო იმაზე, რომ საკუთარი წილი ინგლისურ კლუბ „კრისტალ პალასში“ ამერიკელი ბიზნესმენისთვის, რობერტ ვუდ ჯონსონისთვის გადაეცა – ბიზნესმენისთვის, რომელიც NFL-ის კლუბ „ნიუ იორკ ჯეტსს“ ფლობს.
BBC-ის მიხედვით, ეს გარიგება 190 მილიონ გირვანქა სტერლინგად (222 მილიონ ევროდ) შეფასდა.
Eagle Football Holding-მა აქციები ბირჟაზე 13 ივნისს გაიტანა, ხოლო იანვარში კომპანიამ 83 მილიონი ევრო დამატებით კაპიტალშიც შეიტანა და კრედიტორებთან შეთანხმება გააფორმა.
ერთდროულად დაიწყო პერსონალის შემცირების პროგრამა, რომელიც დაახლოებით 100 თანამშრომლისთვის იქნა გათვლილი, და ასევე შეამცირა კლუბმა ხელფასების ხარჯი – ისეთი კონტრაქტების შეწყვეტით, როგორიც ლაკაზეტისა და ენტონი ლოპესის შემთხვევაში იყო.
კომოში მაქსენს კოკერესა და მან სიტიში რაიან შერკის გაყიდვით კლუბმა დამატებითი შემოსავალი მიიღო.
რაიან შერკი „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდა, რომელმაც მისი ტრანსფერში 42.5 მილიონი ევრო გადაიხადა.
თუ სააპელაციო განხილვაც DNCG-ის გადაწყვეტილებას დაადასტურებს, „ლიონის“ ადგილი ლიგა 1-ში „სტად დე რეიმსს“ გადაეცემა – კლუბს, რომელმაც სარელეგაციო მატჩებში „მეცთან“ მარცხი იწვნია.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები JJ25 NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
JJ25 – ერთ თვეს + ერთი თვე.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
ასევე, შეგიძლიათ, პრომოკოდი JJ25 გამოიყენოთ. ეს პრომო განკუთვნილია ერთი თვის შეძენის მსურველებისთვის, რომლებიც მეორე თვის გამოწერას უფასოდ მიიღებენ. შეთავაზება ძალაშია ივნისის ბოლომდე.