სარჩევი
მე-200 ქართული გოლი TOP 5 ჩემპიონატში | Setanta Sports

ქართული გოლი – ეს სიტყვათშეთანხმება ფეხბურთის ხალხში განსაკუთრებულ ინტერესთან ერთად ასეთივე ემოციებს იწვევს. ასეთი კი უკვე 200 გვაქვს თანაც TOP 5 ლიგაში.

პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, ბუნდესლიგა, სერია A და ლიგა 1 – ხუთი ევროპული ქვეყანა, ხუთი გამორჩეული ჩემპიონატი და 200 გოლი.

გიორგი მიქაუტაძე – მე-200 ქართული გოლი

მრგვალი რიცხვი ლიგა 1-ში დაფიქსირდა. მისი ავტორი კი გიორგი მიქაუტაძე გახდა. ჟორჟმა ჩემპიონთა ლიგისთვის მებრძოლი ლიონისთვის ლანსთან გამათანაბრებელი გოლი შეაგდო. სამწუხაროდ, მნიშვნელოვან მატჩში ლიონი ლანსთან შინ 1-2 დამარცხდა.

ეს მიმდინარე სეზონში მიქაუტაძისთვის, საკლუბო დონეზე გატანილი მე-17 გოლი იყო. 11 ლიგა 1-ში, 2 საფრანგეთის თასზე და 4 ევროპა ლიგაზე.

საერთო ჯამში სანაკრებო დონეზე გატანილ გოლებსაც თუ მივათვლით, 2024 წლის აგვისტოდან ჟორჟს 24 გოლი დაუგროვდა. საქართველოს ნაკრების მაისურით ლიონის ფორვარდმა 7 გოლი გაიტანა.

ამასთან ჟორჟს 12 საგოლე გადაცემაც აქვს, 11 კლუბში და 1 ნაკრებში. ცხადია, ეს საუცხოო სტატისტიკაა.

200 ქართული გოლი TOP 5 ლიგაში

სიმბოლურია, რომ პირველი იყო ლიგა 1-ში და მე-200 გოლიც საფრანგეთის ელიტურ საფეხბურთო ჩემპიონატში გავიდა.

გოლების ამ ნუსხას სათავე დაუდო და პირველი გაიტანა გია გურულმა, 1992 წლის 7 ოქტომბერს, სტრასბურთან 3-0 მოგებულ მატჩში (1:0-ზე). საერთო სტატისტიკა ასე გამოიყურება.

ქვეყანაჩემპიონატიგოლები
საფრანგეთილიგა 147
გერმანიაბუნდესლიგა82
იტალიასერია A53
ინგლისიპრემიერ ლიგა17
ესპანეთილა ლიგა1

47 გოლი – საფრანგეთის ლიგა 1 – ჟორჟ მიქაუტაძე – 24, გია გურული – 12, ზურიკო დავითაშვილი – 9, ხვიჩა კვარაცხელია – 2.

82 გოლი – გერმანიის ბუნდესლიგა – ალექსანდრე იაშვილი – 32, ლევან კობიაშვილი – 32, აჩი არველაძე – 7, ლევან ცქტიშვილი – 7, ბუდუ ზივზივაძე – 2, კახა ცხადაძე – 1, რეზი არველაძე – 1.

53 გოლი – სერია A – ხვიჩა კვარაცხელია – 28, კახა კალაძე – 13, ლევან მჭედლიძე – 11, ლუკა ლოჩოშვილი – 1.

17 გოლი – პრემიერ ლიგა – თემურ ქეცბაია – 8, გიორგი ქინქლაძე -7, ზურა ხიზანიშვილი – 1, მიხეილ ყაველაშვილი – 1.

1 გოლი – ლა ლიგა – გიორგი დემეტრაძე – 1.

ფასდაკლება Setanta Sports-ზე

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ეს სტატისტიკა დაფუძნებულ TOP 5 ლიგას ეკუთვნის, ცხადია, იყო სეზონები ან სეზონის რაღაც მონაკვეთები, როდესაც ნიდერლანდების ერედივიზია ან პორტუგალიის პრიმეირა ლიგა კოეფიციენტების მხრივ ხუთეულში აღმოჩნდებოდა ხოლმე.

ნიდერლანდებსა და პორტუგალიაშიც ქართველ ფეხბურთელებს არაერთი გამორჩეული გოლი აქვთ გატანილი, როგორც მნიშვნელობით, ასევე ესთეტიკით. სტატისტიკისთვის, ბონუსად, ევროპის ზოგიერთი ქვეყნის სხვა ჩემპიონატებსაც გადავხედოთ.

174 გოლი – ნიდერლანდების ერედივიზია – შოთა არველაძე – 91, ვაკო ყაზაიშვილი – 25, აჩი არველაძე – 22, გურამ კაშია – 22, გოგა გახოკიძე – 7, გიორგი ჭანტურია – 5, გიორგი აბურჯანია – 2.

4 გოლი – პორტუგალიის პრიმეირა ლიგა – გიორგი აბურჯანია – 2, ავთო ებრალიძე – 1, რობერტ ზირაქიშვილი – 1.

29 გოლი – ბელგიის ჟუპილერ ლიგა – ჟორჟ მიქაუტაძე – 9, გიორგი ჩაკვეტაძე – 5, გიორგი ქვილითაია – 4, რეზი არველაძე – 4, ლევან შენგელია – 3, გელა შეყილაძე – 2, თორნიკე ოქრიაშვილი – 1, ლაშა ჯაკობია – 1.

49 გოლი – შოტლანდიის პრემიერშიფი – შოთა არველაძე – 40, თემურ ქეცბაია – 6, გიორგი ნემსაძე – 3.

57 გოლი – დანიის სუპერლიგა – დავით სხირტლაძე – 16, საბა ლობჟანიძე – 16, მათე ვაწაძე – 12, დავით დევდარიანი – 9 გოლი, ლაშა პარუნაშვილი – 2, ლადო დვალიშვილი – 2, დათი ხოჭოლავა – 1, გიორგი გოჩოლეიშვილი – 1.

86 გოლი – ავსტრიის ბუნდესლიგა – ოთარ კიტეიშვილი – 45, დავით მუჯირი – 20, გიორგი ქვილითაია – 17, ლუკა ლოჩოშვილი – 2, ილია კანდელაკი – 1, სანდრო ალთუნაშვილი – 1.

87 გოლი – შვეიცარიის სუპერლიგა – მიხეილ ყაველაშვილი – 55, გოჩა ჯამარაული – 15, ლევან ხომერიკი – 6, გაბრიელ სიგუა – 3, გიორგი ნემსაძე – 3, ვაკო გვილია – 2, ლევან ხარაბაძე – 1, სანდრო იაშვილი – 1, ლადო ახალაია – 1.