ბასილაშვილი vs მუზეტი – ნიკა ბასილაშვილი უიმბლდონზე, ძირითად ბადეში ერთვება. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიოს მე-7 ჩოგანი, ლორენცო მუზეტია.
ცხადია, წყვილში ფავორიტი იტალიელია, თუმცა ნიკას მასთან გამარჯვების გამოცდილება აქვს, თანაც ბალახის საფარზე.
ბასილაშვილი vs მუზეტი – პირდაპირი რეპორტაჟი
ქართულ – იტალიური დაპირისპირება უიმბლდონზე 1-ელ ივლისს, 14:00 საათიდან, მე-2 კორტზე დაიწყება. მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა მაყურებელს setantasports.com-სა და Setanta Sports 1-ზე შეეძლება.
ქართულენოვანი რეპორტაჟის კომენტატორი დავით გაბელაშვილი იქნება.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
ბასილაშვილი vs მუზეტი
საინტერესოა, რომ იტალიელს თითქმის, 1 წელია, რაც ბალახის საფარზე არ უთამაშია. ნიკამ კი 6 მატჩის ჩატარება, შტუტგარტში, ჰალესა და უიმბლდონზე უკვე მოასწრო.
წყვილის – ბასილაშვილი vs მუზეტი ურთიერთშეხვედრები 2 მატჩს ითვლის.
ქართულ-იტალიური დუელი შტუტგარტში ბალახზე, ხოლო პარიზში – ჰარდზე შედგა. ორივე დაპირისპირება 2022 წელს გაიმართა, შტუტგარტში ბასილაშვილმა მოიგო, ხოლო საფრანგეთის დედაქალაქში – მუზეტიმ.
ორივე მატჩი 1/16-ფინალურ სტადიაზე გაიმართა. მაშინ, ნიკამ მეტოქეს 7-5 6-3 სძლია, ხოლო მოგვიანებით, 4-6 2-6 დამარცხდა.
ბასილაშვილსა და მუზეტის შორის სხვაობა 10 წელს შეადგენს. თუკი პრო ტურში ნიკა 2008 წელს ჩაება, იტალიელი იქ 2019 წელს გამოჩნდა.
შედარება
კატეგორია | ლორენცო მუზეტი | ნიკოლოზ ბასილაშვილი |
---|---|---|
რეიტინგი | 7 | 126 |
ასაკი | 23 | 33 |
წონა | 78 კგ | 79 კგ |
სიმაღლე | 185 სმ | 185 სმ |
სათამაშო ხელი | მარჯვენა | მარჯვენა |
ბექჰენდი | ერთხელიანი | ორხელიანი |
პრო ტურში გადასვლის წელი | 2019 | 2008 |
მიმდინარე სეზონი (მ/წ) | 25/8 | 2/4 |
მიმდინარე სეზონის ტიტულები | – | – |
კარიერული მაჩვენებელი (მ/წ) | 157/119 | 148/176 |
კარიერული ტიტულები | 2 | 5 |
კარიერული საპრიზო თანხა | $10,169,535 | $9,091,148 |
მომდევნო წრეში ბასილაშვილი vs მუზეტის გამარჯვებული, ფარია-სონეგოს წყვილიდან გასულს დაუპირისპირდება.