ასპინალი vs განი – UFC აბუ-დაბიში ორი საჩემპიონო ორთაბრძოლით ბრუნდება. მთავარი ბრძოლა მძიმე წონის ქამრისთვის ტომ ასპინალსა და სირილ განს შორის შედგება.
ასპინალი vs განი – როგორ ვუყუროთ UFC 321-ს?
UFC 321-ის პირდაპირი რეპორტაჟის ყურება ქართველ მაყურებელს setantasports.com-ის პლატფორმაზე შეუძლია.
აბუ-დაბის ქარდის პრელიმი 20:00-ზე დაიწყება, ხოლო მეინ ქარდი 22:00 სთ-ზე.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
UFC 321 – ასპინალი vs განი – პრელიმი
| ნასრატ ჰაქპარაშტი | vs | კილან სალკილდი |
| იკრამ ალისკეროვი | vs | იუნიონგ პარკი |
| ლუდოვიკ კლეინი | vs | მატეუშ რებეცკი |
| ვოლტერ ვოლკერი | vs | ლუი საზერლენდი |
| ნათანიელ ვუდი | vs | ხოსე მინგელ დელგადო |
| ჰემდი აბდელვაჰაბი | vs | კრის ბარნეტი |
| აზატ მაკსუმი | vs | მიჩ რაპოსო |
| ჟაკლინ ამორიმი | vs | მიზუკი |
UFC 321 – ასპინალი vs განი – მთავარი ქარდი
| ტომ ასპინალი | vs | სირილ განი |
| ვირნა ჟანდირობა | vs | მაკენზი დერნი |
| უმარ ნურმაგომედოვი | vs | მარიო ბაუტისტა |
| ალექსანდერ ვოლკოვი | vs | ჟაილტონ ალმეიდა |
| ალეკსანდარ რაკიჩი | vs | აზამატ მურზაკანოვი |
მეორე საჩემპიონო ბრძოლა UFC 321-ზე ქალებს შორის მსუბუქ წონაში გაიმართება. ჟან ვეილის დათმობილი ქამრისთვის მაკენზი დერნი და ვირნა ჟანდირობა იბრძოლებენ.
ამ ივენთზე გაირკვევა მერაბ დვალიშვილის წონაში ქამარზე გამსვლელი მებრძოლის ვინაობა, სადაც ერთმანეთს უმარ ნურმაგომედოვი და მარიო ბაუტისტა შეხვდებიან.
ტომ ასპინალმა ბოლო ორ საჩემპიონო ბრძოლაში ერთმანეთის მიყოლებით ჯერ სერგეი პავლოვიჩი, ხოლო შემდეგ კურტის ბლეიდსი დაამარცხა.
ასპინალის ბრძოლები UFC-ში ყველაზე რეკორდულად ყველაზე ადრე სრულდება. 9 ჩატარებული ორთაბრძოლიდან თითო ბრძოლა საშუალოდ 2 წუთსა და 2 წამს გრძლედება.
ინგლისელს აქვს პრეტენზია, რომ ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონოსანი მებრძოლი გახდეს. ტომს ერთადერთი წაგება აქვს კურტის ბლეიდსთან, პარიზში გამართულ ივენთზე ასპინალმა ბრძოლის დაწყებიდან 15 წამში თავისი დარტყმის დროს დაიზიანა მუხლი.
სირილ განმა დროებითი საჩემპიონო ქამარი 2022 წელს დერიკ ლუისის წინააღმდეგ მოიპოვა და შემდეგ ფრენსის ნგანუსთან დათმო. ტაი ტუივასასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, სირილ განმა პირველივე რაუნდში წააგო ჯონ ჯონსის წინააღმდეგ.
ბოლოს, ფრანგმა მებრძოლმა 2024 წელს ვოლკოვის წინააღმდეგ იბრძოლა და მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით მოიგო. მაყურებელმა ფრანგი არასანახაობრივი ბრძოლის გამო გააკრიტიკა.