ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-7 ტურში მანჩესტერ სიტი ბუდე/გლიმტის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში სენსაციურად დამარცხდა (1:3).
ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.
ბუდე/გლიმტი – მანჩესტერ სიტი – სრული ჩანაწერი
ბუდე/გლიმტი – მანჩესტერ სიტი – მიმოხილვა
პეპ გვარდოლას გუნდი ნორვეგიაში ოპტიმალური შემადგენლობით ჩავიდა, თუმცა მნიშვნელოვანი მატჩის მოგება მაინც ვერ შეძლო და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გაიუარესა. ამ მომენტისთვის მანჩესტერ სიტი ლიგის ფაზის საუკეთესო 8 გუნდის ზონას გოლების უარესი შეფარდების გამო ჩამორჩება.
ნორვეგიაში – ჩრდილოეთის ციალში მანჩესტერ სიტის 374 გულშემატკივარი გაჰყვა – ქალაქელთა გულშემატკივრებმა რთულ პირობებში თავიანთი საყვარელი გუნდის ‘სამარცხვინო’ პერფორმანსი იხილეს.
ჩემპიონთა ლიგის გასვლითი მატჩი ბუდე/გლიმტის სტადიონზე 25 გირვანქა სტერლინგი ღირდა, სიტის ფეხბურთელებმა გადაწყვეტილება მატჩის შედეგიდან გამომდინარე მიიღეს და ფანებს, რომლებიც ჩრდილოეთის არქტიკულ წრეში გაყვნენ გუნდს, ჯამში 9,356 გირვანქა სტერლინგი დაუბრუნეს.
მანჩესტერ სიტის გულშემატივრებთან ურთიერთობის წარმომადგენელბმა – კევინ პარკერმა კლუბის ფეხბურთელებს აღნიშნული ჟესტი დაუფასა:
“ბოდო ადვილად მისასვლელი ადგილი არ არის, ფანები აქ მოსახვედრად ბევრ სირთულეებს წააწყდნენ. სიტის დიდებული გულშემატკივარი ჰყავს და მსგავსი ჟესტი ფეხბურთელების მხრიდან დასაფასებელია. ვიცით, რომ ფეხბურთელები ბოდოში წაგებით იმედგაცრუებულები არიან, თუმცა შემდეგი მატჩი საკუთარ მოედანზე გვაქვს და იმედია გამრჯვების გზას დავუბრუნდებით”
მანჩესტერ სიტი შემტეგ მატჩს ეტიჰადზე პრემიერ ლიგაში ბოლო ადგილზე მყოფი ვულვზის წინააღმდეგ ჩაატარებს. მხოლოდ ამის შემდეგ გვარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო ტურში გალათასარაის უმასპინძლებენ.