სარჩევი
Red Bull FMX Jam - ბათუმის პირველი ექსტრემალური შოუ | Setanta Sports

26 ივლისს, 19:00 საათიდან, ანბანის კოშკის მიმდებარედ, Red Bull FMX Jam გაიმართება, ფრისტაილ მოტოკროს შოუ პირველად ეწვევა ბათუმს და ექსტრემალურ სანახაობას გამართავს.

Red Bull FMX Jam – რედ ბულის სახელობითი ღონისძიებაა, რომელსაც მარტივი, მაგრამ სანახაობრივი ფორმატი აქვს. შოუს მსვლელობისას ათლეტები თანმიმდევრობით ასრულებენ ნახტომებს და ექსტრემალურ ილეთებს.

Setanta Sports-ი Red Bull FMX Jam-ის მედია პარტნიორია.

Red Bull FMX Jam ბათუმში

ბათუმში დაგეგმილ შოუში ოთხი ათლეტი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მეორედ ეწვევა რეკორდსმენი და ფრისტაილ მოტოკროსის ლეგენდა, რობი მედისონი. ავსტრალიელი სპორტსმენი ცნობილია მსოფლიო რეკორდებით, მათ შორის ყველაზე გრძელი ნახტომებით (106.98 მ). რობი მედისონთან ერთად მაყურებლის გაოცებას შეეცდებიან რედ ბულის ათლეტი ხოსე მინჩა ესპანეთიდან, FMX 4EVER-ის ათლეტები, მარიო ლუკას სანს და ტროი ვერბუხი.

გარდა ფრისტაილ მოტოკროსისა, მაყურებელი შოუზე კიდევ ერთი სანახაობა, პარამოტორით ფრენა ელოდება, რომელსაც ცნობილი ესპანელი ათლეტი, ჰორაციო ლორენსი შეასრულებს.

Red Bull FMX Jam 26 ივლისს, 19:00 საათზე დაიწყება. შოუზე დასწრება უფასოა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ღონისძიების გვერდზე.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.