UFC თეთრ სახლში – ისტორიული ადგილი, ისტორიული ბრძოლისთვის, UFC უპრეცედენტო ღონისძიებას გეგმავს.
ივენთს თეთრი სახლის სამხრეთ ეზოში 2026 წლის 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლისთავზე გეგმავენ. ტრამპი აცხადებს, რომ ღონისძიებაზე ტიტულისთვის ბრძოლა და 20–25 ათასი მაყურებელი იქნება.
UFC თეთრ სახლში – რა ვიცით
მზადება უკვე მიმდინარეობს. თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, UFC დამატებითი დეტალების გასაჯაროებას უახლოეს მომავალში გეგმავს.
ამას გარდა, კონორ მაკგრეგორი უკვე გამოეხმაურა ამ შესაძლებლობას და UFC თეთრ სახლში მონაწილეობას:
„ჩემთვის პატივი იქნება. ჩამთვალეთ მონაწილედ!“
რეალურია ეს ყველაფერი?
ინიციატივას მრავალი სკეპტიკოსი გამოუჩნდა. უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს იქნება რთულად ჩასატარებელი ღონისძიება, რომელშიც ჩართული უნდა იყოს აშშ-ის საიდუმლო სამსახური, პარკების სამსახური და სხვა ადგილობრივი უწყებები.
თუმცა, თეთრი სახლი ირწმუნება, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ ივენთს სრულიად სერიოზულად აანონსებს და მისი ჩატარებაც სავსებით რეალურია.
UFC თეთრი სახლი შეიძლება, გახდეს UFC-ის ყველაზე მასშტაბური და კომერციულად წარმატებული პროექტი. მიზანი იქნება $22-მილიონიანი კარის რეკორდის გაუმჯობესება.
UFC თეთრ სახლში – სად ვუყუროთ
ცხადია, იქამდე დიდი დროა და ჯერ UFC თეთრი სახლი ოფიციალურად ჯერ არ დაანონსებულა, თუმცა ტრადიციულად გამორჩუელ ივენთებსა და ბრძოლებს setantasports.com-ზე შეგიძილიათ, უყუროთ.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.