სარჩევი
ალონსომ ვინისიუსთან ინციდენტი 'დაასრულა' | Setanta Sports

რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ მასსა და ვინისიუსს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე ისაუბრა და თემა დახურულად გამოაცხადა.

ოთხშაბათს გამართულ ელ-კლასიკოში ბრაზილიელი ფეხბურთელი შეცვლით უკმაყოფილო დარჩა და რეაქცია ფეხბურთელმა ღიად გამოხატა, რის შემდეგაც თანაგუნდელებს, კლუბს და პრეზიდენტს ბოდიში საჯაროდ მოუხადა.

ბარსელონასთან გამართულ შეხვედრაში ვინისიუსი მოედნიდან 72-ე წუთზე გავიდა, რა დროსაც შემდეგ სიტყვებს იმეორებდა – “მე? ყოველთვის მე. გუნდს ვტოვებ, ჩემთვის ასე სჯობს, მე მივდივარ” – რის შემდეგაც როდრიგოსთვის, რომელიც მის ნაცვლად შედიოდა მოედანზე, არც შეუხედავს და პირდაპირ გასახდელში ჩავიდა. ვინისიუსი რეალის სათადარიგოზე დაბრუნდა და მატჩის დასრულების შემდეგ დადგმული სცენების ერთ-ერთი მთავარი გმირიც იყო, რა დროსაც საქმეში პოლიციაც კი ჩაერთო.

ალონსოს თქმით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გუნდის შეკრებაზე გულწრფელად ისაუბრა, რითაც ამ ინციდენტს ხაზი გადაუსვა.

“ოთხშაბათს მთელ გუნდს გვქონდა შეკრება და ვინისიუსი ძალიან კარგი იყო. ის მთელი გულით, პატივისცემით საუბრობდა, რასაც ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”

“ეს ძალიან ღირებული, პოზიტიური განცხადება იყო ვინისიუსიგან, სადაც მისი გულწრფელობა გამოჩნდა. ჩემთვის გადამწყვეტია ის, თუ როგორც განეწყო ვინისიუსი თანაგუნდელების, კლუბის და ფანების მიმართ, ამიტომაც ეს საქმე დახურულია”

ალონსომ ასევე აღნიშნა, რომ ვინისიუსი ამ საქციელის გამო არანაირ სანქციას არ მიიღებს – “ყველაფერი მოგვარებულია, სანქცია არ იქნება” – აღნიშნა ესპანელმა მწვრთნელმა.

ვინისიუსმა მიმდინარე სეზონში რეალის 13-ივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 5 გატანილი გოლით გამოიჩინა.

სამეფო კლუბი ესპანეთის ჩემპიონატს ლიდერობს და მდევარ კატალონიის ბარსელონას 5 ქულით უსწრებს.

მადრიდელები ლა ლიგის შემდეგ ტურში ბერნაბეუზე ვალენსიას წინააღმდეგ, 1-ლ ნოემბერს 23:59 სთ-ზე, ითამაშებენ.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.