სარჩევი
ვილიარეალი vs ბეტისი - მატჩის წინ | Setanta Sports

ვილიარეალი vs ბეტისი – ლა ლიგის მეცხრე ტურში გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი საკუთარ მოედანზე რეალ ბეტისს შეხვდება.

ორივე გუნდმა სეზონი პოზიტიურად დაიწყო და ბრწყინვალე თამაშები აჩვენა. ამ ეტაპზე, ვილიარეალიც და ბეტისიც ოთხეულშია, ასე რომ, ამ მატჩში გამარჯვებით რომელიმე გუნდი ბარსელონას და რეალს მიუახლოვდება.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვილიარეალს ზაფხულში შეუერთდა და ადაპტაცია არ გასჭირვებია. ამაზე მეტყველებს ჟორჟის სათამაშო ხარისხი, სტატისტიკა და საჭირო მომენტებში ლიდერის როლის მორგებაც, რაც მიქაუტაძისგან ყვითელ ფორმაში უკვე ვნახეთ.

გიორგი მიქაუტაძის თამაშს ბეტისის წინააღმდეგ ქართველი გულშემატკივარი setantasports.com-ის პლატფორმაზე, 18 ოქტომბერს, 20:30-ზე იხილავს.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ვილიარეალი vs ბეტისი – სიახლეები და სათამაშო ფორმა

ყვითელი წყალქვეშა ნავი სეზონის მძლავრი სტარტის შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფება და 16 ქულა აქვს. მარსელინიოს გუნდი დაბალანსებულ, შედეგზე ორიენტირებულ თამაშს აჩვენებს.

ყვითლების წარმატება ერთი მხრივ აქტიური სატრანსფერო ფანჯრით, ხოლო მეორე მხრივ მარსელინიოს სათამაშო ტაქტიკის ცვლილებითაა განპირობებული.

ლა ლიგის ბოლო ტურში ვილიარეალი მადრიდის რეალს შეხვდა, ყვითლები ვინისიუსის დუბლით აგებდნენ, როცა შეცვლიდან შემოსულმა გიორგი მიქაუტაძემ ულამაზესი შორეული დარტყმით თავისი გუნდი თამაშში დააბრუნა. ჟორჟის გოლის შემდეგ სანტიაგო მურინო მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო გააძევეს და მბაპემ მატჩში საბოლოო შედეგი 3:1 დააფიქსირა.

ახალდამატებული ჟორჟ მიქაუტაძე ლა ლიგაში ჩატარებულ 5 მატჩში 3 შედეგიანი მოქმედებით გამოირჩა (2 გოლი, 1 შედეგიანი გადაცემა). გარდა ამისა, ქართველმა ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 2 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

წინა სეზონისგან განსხვავებით, ვილიარეალის მცველები ლა ლიგის ამ სეზონში გამორჩეულები არიან, რისი დასტურიც რიცხვებია – ყვითლებს ამ სეზონში ყველაზე ცოტა გოლი აქვთ გაშვებული ესპანეთის ჩემპიონატში.

მადრიდის რეალთან გამართულ შეხვედრაში (1:3) ვილიარეალმა ორზე მეტი გოლი პირველად გაუშვა 2025 წლის აპრილიდან მოყოლებული.

საინტერესოა, მარსელინიოს გუნდი სანაკრებო პაუზის შემდეგ რამდენად შეინარჩუნებენ თავდაჯერებულობას და რამდენად აჩვენებენ მაღალი ხარისხის ფეხბურთს ესტადიო დე ლა კერამიკაზე, სადაც ბოლო 11 მატჩია არ წაუგიათ.

ბეტისი ვილიარეალს ერთი ქულით ჩამორჩება მას შემდეგ, რაც ანდალუზიელებმა ლა ლიგის ბოლო სამი მატჩი მოიგეს. პელეგრინის გუნდი გასაკვირ შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ბეტისმა ბოლო 6 შეხვედრიდან ყველაში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

გასვლით მატჩებში ბოლო 6-მატჩიანი წაუგებელ სერიასთან ერთად, ბეტისი თუ პირველი იტანს გასვლით მატჩში გოლს, ყველა შემთხვევაში მშრალად ინახავს კარს ამ სეზონში.

ვილიარეალი vs ბეტისი – სავარაუდო შემადგენლობები

ვილიარეალი: ტენასი, კარდონა, ვეიგა, მარინი, ნავარო, მოლეირო, გეიე, კომესანა, ბუჩანანი, მიქაუტაძე, პეპე

ბეტისი: ლოპესი, ფირპო, გომეზი, ნათანი, ბელერინი, ფორნალსი, ამრაბატი, ანტონი, ლო ჩელსო, ეზალსული, კუჩო