ვახტანგ სალია და ნიუკასლი – ტაინსაიდური კლუბი ქართველ ფეხბურთელს იჯარით არ გაუშვებს. ეს კი ნიშნავს, რომ პოტენციურად პრემიერ ლიგის 2025-26 წლების სეზონში შესაძლოა, ორი ქართველი ფეხბურთელი ვნახოთ.
ფეხბურთელი და მისი აგენტი, და ლევან სეთურიძე ნიუკასლში 17 აგვისტოს გაემგზავრებიან. სალია 18 წლის 30 აგვისტოს გახდება, ეს კი კლუბს უფლებას მისცემს ფეხბურთელს პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმოს.
ტაინსაიდურ კლუბში სალია სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის. ქართველ ფეხბურთელს კაჭკაჭების რიგებში ტესტ ვარჯიშებიც ექნება.
სალია გუნდის საწვრთნელ პროცესს უკვე ამის შემდეგ შეუერთდება.
ნიუკასლმა კვოტა სალიაზე გახარჯა
საინტერესოა, რომ ვახტანგ სალიას ინგლისში სამუშაო ვიზის მიღების უფლება არ აქვს. ქულებზე დაფუძნებული მოქმედი სისტემის მიხედვით, სადაც მაქსიმუმი 65 ქულაა და არაევროკავშირელმა ფეხბურთელმა ავტომატურად ვიზის მისაღებად 15 ქულა უნდა დააგროვოს, სალიას მხოლოდ 2 ქულა აქვს.
ქულებს ფეხბურთელი ბოლო კლუბში, საშინაო ჩემპიონატის, ეროვნულ ან ასაკობრივ გუნდში ნათამაშები დროისა და დაფიქსირებული შედეგების მიხედვით აგროვებს.
15+ ქულა ფეხბურთელს ნებართვის მიღების საშუალებას აძლევს.
10-14 ქულა ფეხბურთელს გამონაკლისთა პანელზე უშვებს
10 – ქულა კი ავტომატურ უარს ნიშნავს.
თუმცა არსებობს გამონაკლისი. 10 და ნაკლებქულიანი ფეხბურთელის შეძენის უფლებას FA კლუბებს მაინც აძლევს. თუმცა თითოეულ კლუბს ერთი სატრანსფერო ბაზრის დროს მხოლოდ 1 ასეთი მოთამაშის დამატების შესაძლებლობა აქვს.
ნიუკასლმა კი ვახტანგ სალიას კლუბში დასარეგისტრირებლად, სხვა მსგავსი შეზღუდვის მქონე ფეხბურთელის ტრანსფერზე უარი განაცხადა.
იმის წინსწრებით, კონკრეტულად თქმა, რომ სალია U23 ან მთავარ გუნდში იქნება, შეუძლებელია. ცხადია, მეტია იმის ალბათობა, რომ დინამო თბილისის აღზრდილმა მეორე გუნდში მიიღოს სათამაშო დრო, თუმცა ის ფაქტი, რომ ჯორდები ქართველს იჯარით არ გაუშვებენ, ნიუკასლის პირველ გუნდში, სადებიუტო წუთების ამ სეზონშივე მიღების ალბათობას ზრდის.
პრემიერ ლიგა 2025-26 – setantasports.com-ზე
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.