ტაბატაძის მორიგი გოლი – კადისის ქართველმა თავდამსხმელმა, იური ტაბატაძემ ლა ლიგა 2-ის მეცხრე ტურში უესკასთან გამართულ მატჩში (1:0) გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
კადისი ამ მოგებით ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში გალიდერდა და მდევარ დეპორტივოს უკვე ორი ქულით გაუსწრო.
იური ტაბატაძე კადისს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე იბერიადან შეუერთდა და გუნდს ბრწყინვალედ მოერგო.
ქართველმა ფეხბურთელმა კადისში გადასვლის შემდეგ ლა ლიგა 2-ში სულ 7 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
უესკასთან მატჩამდე ტაბატაძემ თავის სადებიუტო მატჩში ალბასეტეს კარი აიღო, ხოლო სოსიედად B-სთან გამართულ მატჩში (3:3) ქართველმა დუბლი შეასრულა.
იური ტაბატაძის კადისი ლა ლიგა 2-ში შემდეგ ტურს 20 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე ბურგოსის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.