სარჩევი
სპალეტი იუვენტუსის შეთავაზებას დათანხმდა | Setanta Sports

ნაპოლის ყოფილმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ იუვენტუსის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას მიაღწია და ტურინულ გუნდს 2026 წლის ივნისამდე ჩაიბარებს.

სპალეტი ქართველებისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელია – იტალიელი კვარაცხელიასთან ერთად ნაპოლიში მუშაობდა, როცა იტალიის ჩემპიონატი მოიგო.

სულ რამდენიმე ხნის წინ სპალეტიმ თავისი გაწვრთნილი ფეხბურთელების საუკეთესო 11-ეულში ხვიჩა კვარაცხელიაც შეიყვანა.

რამდენიმე დღის წინ იუვენტუსის ბოსებმა ზედიზედ რვამატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ იგორ ტუდორი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს.

ტუდორი იუვენტუსში გასული წლის მარტიდან მუშაობდა. იგორი პირველი არაიტელიელი მთავარი მწვრთნელი იყო იუვენტუსში 2006/07 წლების სეზონის შემდეგ, როცა ბიანკონერის დიდიე დეშამი ედგა სათავეში.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სპალეტი ტურინელთა შეთავაზებას დათანხმდა, რომლის მიხედვიდათ ლუჩიანო იუვენტუსში 2026 წლის ივნისამდე იმუშავებს, თუმცა კონტრაქტი ავტომატურად გახანგრძლივდება თუ ბიანკონერი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სპალეტი იუვენტუსისგან კონტრაქტის მიხედვით 3 მილიონ ევროს მიიღებს. უცხოურ პრესაში სპალეტის ბიანკონერიში დანიშვნას რამდენიმე საათში ვარაუდობენ.

სპალეტის იტალიის ჩემპიონატში აქამდე რომაში, ინტერში და ნაპოლიში უმუშავია. იტალიის ეროვნულ ნაკრებში მუშაობის გამოცდილებაც, ცალსახად, სპალეტის იგორ ტუდორის შეცვლის მთავარ ფავორიტად აქცევს.

ტურინის იუვენტუსი სერია ა-ში 9 ტურის შემდეგ მე-8 ადგილს იკავებს და ლიდერ ნაპოლის 9 ქულით ჩამორჩება.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.