სენეგალი – მაროკო – მატჩი რომელიც ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.
გაუქმებული გოლი, დანიშნული პენალტი, მინდვრიდან გასახდელში გასული სენეგალი, ჩხუბი ტრიბუნაზე, სადიო მანეს პერსონა, დაბრუნება, ბრაიმ დიასის პანენკა, ედუარდ მენდის მოგერიება და ექსტრა ტაიმები, პაპე გეიეს გოლი ექსტრა ტაიმში და აფრიკის თასის ისტორიაში საუკეთესო ფინალიც მზადაა.
სენეგალის უდიდესი ზეიმი მაროკოს დიდ ტკივილს უდრიდა.
ხოლო ბრაიმ დიასი, დღეს მე ვნახე ადამიანი, რომელიც რობერტო ბაჯოს ყველაზე მეტად ჰგავდა. გმირობიდან – ანტიგმირობამდე, ეს ბრაიმ დიასის ისტორიაა აფრიკის ეროვნებათა თასზე.
კაცი, რომელიც ფეხზე მდგარი მოკვდა, წლების განმავლობაში ეს რობერტო ბაჯოს რეგალია იყო, დღეს კი ის ბრაიმ დიასმა გადაიბარა.
სენეგალმა აფრიკის თასი ისტორიაში მეორედ, 2021 წლის შემდეგ პირველად მოიგო. თუმცა ამ შედეგზე მნიშვნელოვანი ფეხბურთის შინაარსის კიდევ ერთხელ შემეცნებაა.
ფეხბურთი შეიძლება იყოს უდიდესი სიხარული წყარო, თუმცა ამავდროულად ის შეიძლება გახდეს უდიდესი ადამიანური ტრაგედიის წინაპირობა.
სენეგალი აფრიკის ეროვნებათა თასის გამარჯვებულია, მაროკო – ვიცე-ჩემპიონია.
ბრაჰიმ შენ კი გამაგრდი. წინ სიზიფეს გზაა, რომელზეც მაგ პენალტს მილიონჯერ დაარტყამ და ყველა ჯერზე გაიტან, თუმცა ამ სიზიფეს გზაზე ჩეხი ანტონინ პანენკა შენი შენი დემონი იქნება, რომელთან ბრძოლაც და გამარჯვებაც გმართებს.
ბრაჰიმ დიას – გამაგრდი.