სარჩევი
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია vs თურქეთი და ბულგარეთი | Setanta Sports

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის სასტარტო ტურებისთვის ცნობილია. ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდში იმ ფეხბურთელებს უხმო, ვინც 4 და 7 სექტემბერს თურქეთისა და ბულგარეთის წინააღმდეგ მატჩებისთვის მოემზადებიან.

ვილი სანიოლის განაცხადში ახალ სახეებსაც ვხედავთ. ნაკრებში დებიუტანტების ხილვა ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო.

ნაკრების ორივე დებიუტანტი 21-წლამდელთა ნაკრებიდანაა. ნოდარ ლომინაძე და გიორგი აბუაშვილი რამაზ სვანაძის ფორმაციის გუნდის ლიდერები იყვნენ.

ამავე გუნდიდანაა საბა ხვადაგიანიც, რომელსაც ნაკრებში დებიუტი 18 წლის ასაკში ჰქონდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ორი ტურისთვის ვილი სანიოლმა შემდეგი შემადგენლობა გამოიძახა.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), საბა ხვადაგიანი (მაქაბი-ნეთანია, ისრაელი)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ)

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნი-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ლიონი, საფრანგეთი)

განვლილი ზაფხული ნაკრების ბევრი წევრისთვის სიახლეებით იყო სავსე, ბევრმა მათგანმა, საკლუბო დონეზე, გუნდი და ქვეყანა შეიცვალა.

ფეხბურთელების გარკვეული ნაწილი ახალდაწყებულ სეზონში დიდი სათამაშო დროით არ არის განებივრებული. შესაბამისად, თითოეულმა ფეხბურთელმა ტონუსის მხრივ მაქსიმუმი უნდა გაიღოს და 4 დღეში გასამართ 2 სანაკრებო მატჩს იდეალურთან მიახლოებულ კონდიციებში შეხვდეს.

საქართველოს ნაკრები ორივე მატჩს შინ, დინამო არენაზე გამართავს. თურქეთის წინააღმდეგ მატჩი 4 სექტემბერს 20:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ბულგარეთთან, 7 სექტემბერს ჯვაროსნები 17:00 საათიდან ითამაშებენ.

შეგახსენებთ, ბოლო მატჩები ვილი სანიოლის ფორმაციის გუნდმა ზაფხულში, როტაციული შემადგენლობით გამართა. ამხანაგურ მატჩებში ჯვაროსნებმა თბილისში, ფარერის კუნძულების ნაკრების 1-0 სძლიეს, ხოლო ქუთაისში, კაბო ვერდესთან ფრედ, 1-1 ითამაშეს.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.