საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს თურქეთის წინააღმდეგ, დინამო არენაზე გახსნის.
ჯვაროსნები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 4 სექტემებრს, 20:00 საათზე ჯერ თურქეთის ეროვნულ ნაკრებს, ხოლო შემდეგ 7 სექტემბერს, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ 17:00 საათზე დაუპირისპირდებიან.
აღსანიშნავია, რომ ორივე ზემოთ ხსენებული შეხევდრა თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება.
სულ რამდენიმე ხნის წინ, ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგებლობა დაასახელა. გიორგი ჩაკვეტაძისა და ოთარ კიტეიშვილის დანაკლისი ცალსახაა, თუმცა იმედია სხვა ქართველი ფეხბურთელები სანაკრებო პაუზას ტონუსში შეხვდებიან:
საქართველოსა და თურქეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება ქვეყნების ისტორიული დატვირთვიდან გამომდინარე ყოველთვის პრინციპული და დაძაბულია.
ისტორიული გამოდგა ჩვენი ნაკრების სადებიუტო მატჩი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც თურქეთის წინააღმდეგ ჩავატარეთ.
სწორედ თურქეთის ნაკრებთან ვიხილეთ პირველი ქართული გოლი დიდ ტურნირზე გიორგი მიქაუტაძის შესრულებით.
დაძაბულ, პრინციპულ და შეუპოვარ ბრძოლაში თურქეთმა ის მატჩი მოიგო, თუმცა ქართველ გულშემატკივარს არასდროს დაავიწყდება სანახაობა, თავისი ბოლო წუთებზე მეტოქის საჯარიმოში ჩასული გიორგი მამარდაშვილით.
ურთიერთშეხვედრებიდან კარგი გასახსენებელი მაინცდამაინც ბევრი არ გაქვს, სულ ექვსჯერ ვეთამაშეთ თურქეთის ნაკრებს, სამჯერ ამხანაგური, ორჯერ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი და ერთხელაც ევროპის ჩემპიონატზე.
ბალანსი ცალსახად უარყოფილი გვაქვს, ოთხჯერ დავმარცხდით, ერთხელ მოვიგეთ, ხოლო ერთი მატჩიც ფრედ დასრულდა:
თურქეთი vs საქართველო 3-0, ამხანაგური მატჩი
გოლები: 1:0 არიფ ერდემი, 2:0 ქიჰან ჰასფოლათლი, 3:0 ქაჰვეჩი
თურქეთი: ჩათქიჩი (იოზგულთექინი), ქორქმაზი (აშიქი 46), იოზალანი (ოზათი), დავალა (აქიელი), ბურუქი (ქაჰვეჩი), ბაშთურქი (შაში), ქერიმოღლუ (ჰავუთჩუ), ბელოზოღლუ (ჰასფოლათლი), აქინი, ერდემი, უნსალი
საქართველო: ლომაია, კობიაშვილი, შაშიაშვილი, საჯაია (შეყილაძე), გახოკიძე (კალაძე), ცქიტიშვილი (ბურდული), ნემსაძე (დიდავა), ჯამარაული, დემეტრაძე (ამისულაშვილი), ქინქლაძე (ჯიქია), არველაძე.
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
საქართველო vs თურქეთი 1:1, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
გოლები: 1:0 ფათიხ თექე (48), 1:1 მალხაზ ასათიანი (83)
თურქეთი: რექბერი, ბალჩი, ბარიში, ტორამანი, ოზათი, ბურუქი, ბელოზოღლუ, ჰასან შაში, თუნჩაი სანლი (კარადენიზი), თექე (ჩიმშირი), ჰაქან შუქური (ქაჰვეჩი).
საქართველო: დევაძე, მჟავანაძე, ხიზანიშვილი, კალაძე, ხიზანეიშვილი (კვარაცხელია), ლევან ცქიტიშვილი, დავით კვირკველია, არველაძე, ჯამარაული, რეხვიაშვილი (ასათიანი), დემეტრაძე (ჯაკობია).
საქართველო vs თურქეთი 2:5, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
გოლები: 0:1 თოლგა სეიჰანი, 1:1 ალექსანდრე ამისულაშვილი, 1:2 ფათიხ თექე, 1:3 ფათიხ თექე, 2:3 ალექსანდრე იაშვილი, 2:4 ქორაი ავჩი, 2:5 თუნჩაი სანლი
საქართველო: დევაძე (ლომაია), მჟავანაძე, ხიზანეიშვილი (სალუქვაძე), კალაძე, ამისულაშვილი, ლევან ცქიტიშვილი (ბურდული), ასათიანი, გოგუა, კობიაშვილი, იაშვილი, აშვეთია
თურქეთი: რექბერი, სეიჰანი, ავჩი, თორამანი, ოზათი, ალტინტოპი, ბაშთურქი (ჰუსეინ ჩიმშირი 46), ემრე ბელოზოღლუ, კარადენიზი, ათეში (თუნჩაი სანლი), თექე (ალტინტოპი)
საქართველო vs თურქეთი 1-0, ამხანაგური მატჩი
გოლი: დავით სირაძე
საქართველო: რევიშვილი (ლომაია), შაშიაშვილი, სალუქვაძე, ხიზანიშვილი, ელიავა, ბურდული (აშვეთია), მენთეშაშვილი, ცქიტიშვილი, დავით კვირკველია (გოგუა), სირაძე (მუჯირი), დემეტრაძე (ბენაშვილი).
თურქეთი: დემირელი, ალტინტოპი, ჩეთინი, თოსქალი, უზულმეზი, სარიოღლუ (თოფუზი), ქერიმოღლუ (უნალი), აურელიო, თურანი (მეთინი), სანლი (კარადენიზი), ატლინტოპი (თექე)
თურქეთი vs საქართველო 3-1, ამხანაგური მატჩი
გოლები: 1:0 ჰამიტ ალტინტოპი, 2:0 ნური შაჰინი, 2:1 დავით თარგამაძე, 3:1 სელჩუკ ინანი
თურქეთი: გონენი (გიუნოქი), ქორქმაზი, ქოიბაში, ტოპალი, ქურთულუში, ტოპრაკი, ნური შაჰინი (სელჩუკ ინანი), ჰამიტ ალტინტოპი (ჩანერ ერქინი), მუსტაფა ფექთემექი (უმუთ ბულუტი), სარარერი, თიორე (არდა თურანი)
საქართველო: ლორია, ლობჟანიძე (დაუშვილი), კაშია, ამისულაშვილი, კვირკველია (გიორგი ფოფხაძე), კანკავა (ლიპარტია), ხიზანიშვილი, დავით თარგამაძე (ოქრიაშვილი), კობახიძე, გელაშვილი (ძალამიძე), დვალიშვილი (მჭედლიძე).
თურქეთი vs საქართველო 3:1, ევროპის ჩემპიონატი
გოლები: 1:0 მულდური, 1:1 მიქაუტაძე, 2:1 გულერი, 3:1 აქტურქოღლუ
თურქეთი: გუნოკი, მულდური (ჩელიკი), აკაიდინი, ბარდაკჩი, კადიროღლუ, ჩალჰანოღლუ (ოზქანი), აიანი (დემირალი), კოკჩუ, არდა გულერი (იაზიცი), ილდიზი (აქტურქოღლუ), ილმაზი.
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვირკველია (ზივზივაძე), კაშია, დვალი, წიტაიშვილი (ლოჩოშვილი), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი), მექვაბიშვილი (ალთუნაშვილი), ქოჩორაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია.
გზა მსოფლიო ჩემპიონატამდე
თურქეთთან დასასწრები მატჩის ბილეთები უსწრაფესად გაიყიდა და ხვალ საკმაოხნიანი პაუზის შემდეგ მაყურებელი ისევ იხილავს გადავსებულ დინამო არენას.
ფაქტია, მოტივაცია და ინტრიგა ამ მატჩს არ აკლია, ისღა დაგვრჩენია ჩვენს ეროვნულ გუნდს სტადიონიდან ვუქომაგოთ და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დავიწყოთ.
სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე ჩვენი ნაკრები ორ საშინაო მატჩს მართავს. თურქეთის შემდეგ დინამო არენაზე ბულგარეთის ნაკრებს ვუმასპინძლებთ.
შემდეგ სანაკრებო პაუზაზე, ოქტომბერში საქართველოს ნაკრები ორ გასვლით მატჩს შესაბამისად, ესპანეთისა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.