სარჩევი
რეალი vs ბარსელონა - რა ვნახეთ კლასიკოში? | Setanta Sports

რეალი vs ბარსელონა – საფეხბურთო გულშემატკივარმა ბერნაბეუზე გამართულ კლასიკოში ძველებური სცენები, დრამა და სანახაობა იხილა. სამეფო კლუბმა ისტორიული მეტოქე დაამარცხა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში კომფორტული უპირატესობა მოიპოვა.

პირველივე წუთებიდან ბერნაბეუზე შეუპოვარი ბრძოლა ვიხილეთ. მაღალი ტემპი, ნერვიულობა და მატჩის მნიშვნელობა თითქმის ყველა წუთს იგრძნობოდა.

ჩაბი ალონსოს გუნდი თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით თამაშობდა, რა დროსაც ბარსელონა მინდორზე სერიოზული დანაკლისით იყო. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ.

მოწოდების სიმაღლეზე იყო კილიან მბაპე, რომელიც ჩასაფრებული ელოდებოდა თავის შანსს და ბარსელონას დაცვის გაჭრას ცდილობდა. საწყის წუთებში ფრანგმა ბრწყინვალე შორეული დარტყმით გაიტანა, თუმცა ვიდეორეფერიმ გოლი თამაშგარის გამო გააუქმა.

მიუხედავად გაუქმებული გოლისა, რეალი დიდ უპირატესობას ფლობდა და შესნის კართან ბევრ მომენტს ქმნიდა. ერთ-ერთი ასეთი მომენტის დროს ჯუდ ბელინგემის ბრწყინვალე გადაცემა კილიან მბაპემ გოლად აქცია და რეალი დააწინაურა.

საპასუხოდ, კატალონიელებმა მოედნის ცენტრში არდა გულერის დაკარგული ბურთის შემდეგ მარცხენა ფლანგიდან მშვენიერი შეტევა ააწყეს და ფერმინ ლოპესმა ანგარიში მარკუს რაშფორდის გადაცემით გაათანაბრა.

პირველი ტაიმის ბოლოს, ბარსელონას დაცვაში არსებული არეულობით ჯუდ ბელინგემმა ისარგებლა და შედეგიან გადაცემას გოლიც დაუმატა. ინგლისელმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ერთ მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა პირველად გააკეთა.

ბელინგემი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა როგორც შეტევაში, ისევე დაცვაში და ბევრ საკვანძო ორთაბრძოლებს იგებდა. ინგლისელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მეორე ტაიმის სტარტზე ბელინგემის გამამწვავებელ შეტევას ბარსელონას კარში თერთმეტრიანი მოჰყვა. მბაპეს მეორე გოლი შესნიმ არ გაატანინა და ბარსელონა თამაშში დარჩა.

ამ მომენტის შემდეგ, თითქმის მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ბურთის ფლობის უპირატესობა კატალონიელებს ჰქონდათ, თუმცა მომენტების შექმნის პრობლემა აშკარად იყო. რეალის xg მეორე ტაიმში 27%-იანი ბურთის ფლობით უფრო მაღალი იყო (1.34), ვიდრე ბარსელონას იგივე შედეგი – 0.41.

მატჩის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებს შორის დაპირისპირებები ვიხილეთ. მადრიდელთა ძირითადი სამიზნე ბარსელონას ახალგაზრდა ვარსვკლავი, ლამინ იამალი იყო, რომელსაც ობიექტურად ცუდი თამაში ჰქონდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის რეალის კაპიტანმა, დანი კარვახალმა ლამინ იამალს ნაკლები ლაპარაკისგენ მოუწოდა, ხოლო ვინისიუსმა 18 წლის ესპანელს იმაზე მიანიშნა, რომ ლამინმა უფრო მეტი პასი უკან გააკეთა, ვიდრე წინ.

დაპირისპირება იყო ტიბო კურტუას და ბარსელონას ფეხბურთლებს შორისაც, საბოლოო ჯამში ეს კერები ბერნაბეუს დაცვამ გაანეიტრალა.

ჯერ კიდევ ადრეა ლა ლიგის ჩემპიონობაზე საუბარი, თუმცა ფაქტია, ბარსელონას ლიდერები აკლია, ხოლო მადრიდის რეალმა კლასიკოში მოპოვებული გამარჯვებით სატურნირო ცხრილში 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

რეალი vs ბარსელონა – მატჩის მიმოხილვა

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.