სარჩევი
პსჟ vs ტოტენჰემი, არსენალი vs ბაიერნი - ჩემპიონთა ლიგა setantasports.com-ზე | Setanta Sports

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტურის მეორე სათამაშო დღეს setantasports.com-ის პირდაპირ ეთერთში ცხრა მატჩი გაიმართება.

კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი საკუთარ მოედანზე ლონდონის ტოტნეჰემს დაუპირისპირდება. პარალელურად ტური გამორჩეული შეხვედრა გაიმართება ლონდონის არსენალს და მიუნხენის ბაიერნს შორის.

ასეთ დროს, setantasports.com-ის მულტივიუ ფუნქცია ყველაზე პრაქტიკულია, რომლის გამოყენებითაც შეგიძლიათ რამდენიმე მატჩს ერთად ადევნოთ თვალი.

უყურე ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩს setantasports.com-ზე

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

პსჟ vs ტოტენჰემი

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები საკუთარ მოედანზე ტომას ფრანკის ტოტენჰემს მიიღებენ.

ლუის ენრიკეს გუნდმა ნოემბრის სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ საკუთარ მოედანზე ლე ავრი დაამარცხა და საფრანგეთის ჩემპიონატში ლიდერობა შეინარჩუნა. ლე ავრთან მატჩში ქართველმა ხვიჩა კვარაცხელიამ სათდარიგოდან დაიწყო, თუმცა შემოსვლის შემდეგ ეფექტი მალევე მოახდინა და თავი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ტოტენჰემთან მატჩში ქართველ ვარსკვლავს სასტარტო შემადგენლობაში უნდა ველოდეთ. ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ რამდენიმე ლიდერი დაასვენა, რათა ტოტენჰემთან მატჩს სრულ მაზდყოფნაში შეხვედროდა.

პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეოთხე ტურში მიუნხენის ბაიერნთან გამართულ რთულ მატჩში მარცხი იწვნია (1:2) და ახლა რეაბილიტაციის მოხდენას დეზების წინააღმდეგ ეცდება. იმ მატჩში გუნდმა წაგებასთან ერთად გუნდის ორი ლიდერი – აშრაფ ჰაკიმი და უსმან დემბელე დაკარგა. მაროკოელი მცველი გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა, ხოლო დემბელეს თამაში ტოტენჰემთან კითხვის ნიშნის ქვეშაა.

პსჟ vs ბაიერნი – რეკორმაისტერის ზედიზედ მე-16 მოგება

‘სეზონის ბოლოს გავიგებთ ვინაა საუკეთესო’ – კვარას კომენტარი

პსჟ-ს განცხადება – რამდენ ხანს გამოტოვებს ჰაკიმი?

ტომას ფრანკის ტოტენჰემმა პრემიერ ლიგის ბოლო ტურში ჩრდილო-ლონდონური დერბი დათმო არსენალის წინააღმდეგ (1:4). მიუხედავად რიშარლისონის ულამაზესი გოლისა და კიდევ რამდენიმე კარგი მომენტისა, დეზებმა არსენალის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყეს და საბოლოოდ განადგურდნენ.

ტოტენჰემი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში იმ 4 გუდნიდან ერთ-ერთია, რომელსაც ჯერჯერობით წაგება არ აქვს. ლონდონელებმა მონაკოსთან და ბუდე/გლიმტთან ფრე ითამაშეს, ხოლო კოპენჰაგენი და ვილიარეალი დაამარცხეს.

ინგლისური გუნდი პარიზში გასამართ შეხვედრას დონემიკ სოლანკეს და რადუ დრაგუშინის გარეშე შეხვდება, ასევე დისკვალიფიცირებულია ბრენან ჯონსონიც.

პსჟ და ტოტენჰემი ერთმანეთის მიმდინარე სეზონის სტარტზე, უეფას სუპერთასის მატჩში შეხვდნენ, სადაც ლუის ენრიკეს გუნდმა გამაჯრვება თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიპოვა.

ტომას ფრანკის გუნდი რევანშის აღებას პარ დე-პრენსზე ეცდება, თუმცა ეს ლონდონელთათვის სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, ურთულესი ამოცანა იქნება.

არსენალი vs ბაიერნი

კრისტალ პალასის ყოფილი ლიდერები – ებერეჩი ეზე და მაიკლ ოლისე ერთმანეთს ევროპის ყველაზე დიდ სცენაზე შეხვდებიან.

ჩემპიონთა ლიგის ფაზის სატურნირო ცხრილის ლიდერები – არსენალი და ბაიერნი ერთმანეთს ემირეითსზე დაუპირისპირდებიან.

მიკელ არტეტას გუნდის ბრწყინვალე წაუგებელი სერია უკვე 15 მატჩია გრძელდება ყველა ტურნირზე (13 მოგება, 2 ფრე), პრემიერ ლიგის ბოლო ტურში ლონდონელებმა ტოტენჰემის წინააღმდეგ შთამბეჭდავი გამარჯვება (4:1) მოიპოვეს და ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობენ.

მეთოფეები იმ 3 გუნდიდან, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის ფაზის გახსნითი 4-ივე მატჩის მოგება შეძლეს, ერთ-ერთები არიან და ამასთან, არსენალი ერთადერთი გუნდია ჩემპიონთა ლიგაზე, რომელსაც ჯერჯერობით გოლი არ გაუშვია.

ლიგის ფაზის მე-5 ტურში არტეტას გუნდის მეტოქე ბუნდესლიგის ლიდერი – მიუნხენის ბაიერნი იქნება, რომელიც ასევე არსენალთან ერთად ტოპ-5 ჩემპიონატში საუკეთესო ფორმაშია.

რეკორდმაისტერი ერთადერთი გუნდია ტოპ-5 ჩემპიონატში, რომელმაც ახალი სეზონი ლონდონის არსენალზე უკეთ დაიწყო – კომპანის გუნდმა ახალ სეზონშ ჩატარებული 18 მატჩიდან 17 მოიგო და ერთი ფრე ითამაშა. ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ, ბაიერნმა ფრაიბურგთან მატჩში 2-ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და საბოლოო ჯამში მეტოქე 6:2 დაამარცხა.

მიუნხენური გუნდი ჯგუფურ ეტაპზე/ლიგის ფაზაში ევროტურნირებზე ბოლო 52 გასვლით შეხვედრაში მხოლოდ 3-ჯერ დამარცხდნენ, ბოლოს რეკორდმაისტერმა სტუმრად იანვარში – ფეინოორდის წინააღმდეგ წააგო.

არსენალს და ბაიერნს ჩემპიონთა ლიგაზე ურთიერთშეხვედრების 14-მატჩიანი ისტორია აქვთ, სადაც გერმანულ გუნდს ცალსახა უპირატესობა აქვს. არსენალს ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი მატჩი სწორედ რეკორდმაისტერის წინააღმდეგ აქვს ჩატარებული, მეთოფეები ბოლო 5 ურთიერთშეხვედრაში გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებენ. 2023/24 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბაიერნმა ორი მატჩის ჯამში არსენალი 3:2 დაამარცხა.

ჩემპიონთა ლიგის ფაზა, სხვა მატჩები

21:45კოპენჰაგენიvs ქაირათი
21:45პაფოსიvs მონაკო
00:00ატლეტიკოvs ინტერი
00:00აინტრახტიvs ატალანტა
00:00ლივერპულიvs პსვ
00:00ოლიმპიაკოსიvs რეალ მადრიდი
00:00სპორტინგიvs ბრიუგე