პსჟ vs სტრასბურგი – საქართველოს ნაკრების სუპერვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია, წარუმატებელი სანაკრებო პაუზის შემდეგ პარიზში დაბრუნდა და ხვალ სტრასბურგის წინააღმდეგ ითამაშებს.
სამწუხაროა, რომ კვარაცხელიას თამაშით საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ოქტომბრის პაუზაზე ისეთი არ გამოვიდა, როგორსაც ველოდით, თუმცა ეს უკვე ჩავლილია და დროა ქართველის თამაშით ევროპულ საკლუბო ფეხბურთში დავტკბეთ.
სტრასბურგის წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის ყურება ქართველ მაყურებელს 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45-ზე Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ის პლატფორმაზე შეეძლება.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
პსჟ vs სტრასბურგი – მატჩის წინ
ლუის ენრიკეს გუნდი სანაკრებო პაუზის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატში სტრასბურგს პარკ-დე პრანსზე დაუხვდება, თითქოს ერთი შეხედვით პსჟ-მ მარტივი სამი ქულა უნდა დაგეგმოს, მაგრამ სტრასბურგი ამ სეზონში მშვენივრად გამოიყურება და მარტივი პარიზელთათვის ამ მატჩს ნამდვილად არ ეთქმის.
აქტიური ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში სტრასბურგმა 111 მილიონი დახარჯა, გუნდი ხულიან ენსისოს, ხოაკინ პანიჩელის, მარსიალ გოდოს მატის ამონგუს და ვალენტინ ბარკოს დამატებით გაძლიერდა, რაც შედეგებზეც აისახა.
ალავესიდან დამატებული ხოაკინ პანიჩელიმ ფრანგულ ფეხბურთს ალღო კარგად აუღო და ლიგა 1-ში ჩატარებულ 7 თამაშში უკვე 5 გოლი გაიტანა. არგენტინელი ფორვარდი სტრასბურგმა სეზონის დაწყებამდე 16.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.
გამოსარჩევია ფულემიდან გადმოსული მარსიალ გოდოს სათამაშო ფორმა, რომელსაც სტრასბურგის ბოლო 2 შეხვედრაში 4 საგოლე მოქმედება აქვს აქტივში (2 გოლი, 2 საგოლე გადაცემა).
ლიამ როსენიორის გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონატის საწყისი 7 ტურიდან 5 მოიგო და 15 ქულით მესამე ადგილზეა. სტრასბურგი ლიდერ პსჟ-ს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.
სანაკრებო პაუზა ხშირად კლუბების სათამაშო ფორმის ცვლილების კატალიზატორია, ამიტომაც სტრასბურგისთვის პაუზის შემდეგ პსჟ-სთან დაბრუნება საინტერესო იქნება.
გარდა ამისა, სტრასბურგმა 2025 წელს საფრანგეთის ჩემპიონატში 17 მატჩი მოიგო, რაც ერთ კალენდარულ წელში 1996 წლის შედეგის შემდეგ (18 მოგება), საუკეთესოა ისტორიაში.
აღსანიშნავია, რომ ამ შედეგით წელს სტრასბურგი მხოლოდ პარი სენ-ჟერმენს ჩამორჩება, რომელსაც კალენდარულ წელში 18 მოგება აქვს.
ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო მატჩი მინიმალური ანგარიშით სტრასბურგმა მოიგო, ეს მათთვის 2002 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება იყო პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ.
ლუის ენრიკეს გუნდი, მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, საფრანგეთის ჩემპიონატში მშვენივრად გამოიყურება და სატურნირო ცხრილის სათავეშია.
პარიზელებს საკუთარ მოედანზე ლიგა 1-ში სტრასბურგის წინააღმდეგ არასდროს წაუგიათ ისტორიაში (34 თამაში, 27 მოგება).
სტრასბურგთან გასამართი მატჩის შემდეგ პსჟ 21 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ფაზის მესამე ტურში ლევერკუზენთან გამართავს მატჩს. ფეხბურთელებს 5 დღე ექნებათ აღდგენისთვის, ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა ლუის ენრიკემ შემადგენლობის როტაცია მოახდინოს.
საკადრო პრობლემების მხრივ, ახლოვდება უსმან დემბელეს და დეზირე დუეს დაბრუნების დრო, თუმცა სტრასბურგთან მატჩში მათი თამაში მაინც საეჭვოა. ასევე ლუის ენრიკეს გუნდს ჟოაო ნევეში და ფაბიან რუისიც აკლია.
სტრასბურგს ტრავმის გამო სარი, სოუ და ემეგა არ ეყოლება. თუ დეზირე დუე მატჩს მწყობრში შეხვდება, მაშინ ამ მატჩში ძმების დუელსაც ვიხილავთ, სტრასბურგში დეზირეს უმცროსი ძმა – გუელა დუე თამაშობს, რომელსაც გამორჩეული სეზონი აქვს.
პსჟ vs სტრასბურგი – სავარაუდო შემადგენლობები:
პსჟ: შევალიე, მენდეში, ბერალდო, ზაბარნი, ზაირ-ემერი, კან-ინ ლი, ვიტინია, ნჯანტუ, კვარაცხელია, მბაიე, რამუში
სტრასბურგი: პენდერსი, ჩილუელი, ომობამიდელე, დუკურე, ჰოგსბერგი, დუე, გოდო, ბარკო, ლამარეშალი, მორეირა, პანიჩელი