პსჟ vs ინტერი – ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენში. 2024-25 წლების ლიგის მთავარ, დამაგვირგვინებელ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიაში ინტერს დაუპირისპირდება.
პირველ ქართველი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გოლი გაიტანა, ეცდება სეზონში ლიგა 1-ის, სერია A-ს და საფრანგეთის თასის გამარჯვებულის ტიტულების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მომგების რეგალიაც დაიმატოს.
პსჟ vs ინტერი – პირდაპირი რეპორტაჟი
ჩემპიონთა ლიგის ფინალის ხილვა ჩვენს მაყურებელს როგორც პლატფორმაზე, ასევე არხზე შეეძლება. პირადპირი რეპორტაჟი 22:50 წუთიდან
პსჟ vs ინტერი მატჩის ქართულენოვანი რეპორტაჟის კომენტატორები გიორგი საძაგლიშვილი და ალექსანდრე გაბრიჩიძე იქნებიან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
პსჟ vs ინტერი – პრევიუ
ქართველი თანაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როგორია? – ცხადია, დიდებული, თანაც ამას სეზონის სტარტზე ნაკლებად თუ ვინმე წარმოიდგენდა.
ამის წარმოსადგენად საჭირო სცენარი მართლაც გაიწერა, რომლის მიხედვითაც, კვარამ ზამთარში ნაპოლი დატოვა და პსჟ-ში გადაბარგდა. იმ პარიზულ გუნდში, რომელიც ფეხბურთის მეგა ვარსკვლავებისგან სრულებით დაიცალა და გაიაზრა, რომ სიტყვა მდიდრული, ან ძვირიანი სულაც არ ნიშნავს ხარისხიანს. ეს სულ სხვა პარი სენ-ჟერმენია, სულ სხვა მენტალობით და სულ სხვა გაქანებით. შესაბამისია შედეგიც, თუმცა ამაზე და კვარას ფაქტორზე ოდნავ მოგვიანებით. მანამდე ფინალის წინასამატჩო მიმოხილვა გავიაროთ.
ჩემპიონთა ლიგის ფინალის პრევიუ
როდის: შაბათი, 31 მაისი (თბილისის დროით 23:00)
სად: მიუნხენის საფეხბურთო არენა, მიუნხენი
რა: UEFA ჩემპიონთა ლიგის ფინალი
ვინ: 2019/20 წლების ფინალისტი პარიზი – სამ-გზის გამარჯვებული ინტერი
პსჟ vs ინტერი – რა უნდა ვიცოდეთ?
ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის პირველი დაპირისპირება პარიზსა და ინტერს შორის და მხოლოდ მეორე ფინალი საფრანგეთისა და იტალიის წარმომადგენლებს შორის. პირველი ასეთი მატჩი 1992/93 წლების სეზონში შედგა, როდესაც მარსელმა მილანი მიუნხენში, ოლიმპიაშტადიონზე 1:0 დაამარცხა.
პსჟ ეცდება 2020 წლის ფინალის შედეგი გააუმჯობესოს, როცა ლისაბონში ბაიერნთან დამარცხდა. ინტერმა ჩემპიონთა ლიგა ბოლოს 2010 წელს მოიგო და სიმონე ინძაგის ხელმძღვანელობით უკვე ერთი ფინალი წაგებული აქვს – 2023 წელს მანჩესტერ სიტისთან.
პსჟ – ჩემპიონთა ლიგა 2024-25
პარიზს რთული გზა ჰქონდა ლიგის ფაზაში: ჯერ მოულოდნელად ცუდად დაიწყო, თუმცა ბოლოს სამი შეხვედრა მოიგო და მე-15 ადგილი დაიკავა.
გადამწყვეტი მომენტი მანჩესტერ სიტისთან მოტრიალებული მატჩი აღმოჩნდა. ბოლო ტურში კი პლეი ინის საგზური გუნდმა შტუტგარტის დამარცხებით მოიპოვა.
ამის შემდეგ პლეი-ოფში 10:0 გაანადგურა ფრანგული ბრესტი, რითიც კამპანია ახალ ფაზაში შევიდა. ლუის ენრიკეს გუნდმა შინ წაგებული მატჩის მიუხედავად პენალტებით გამოაგდო ლივერპული, შემდეგ 5:4 დაამარცხა ასტონ ვილა და 3:1 რევანშით სძლია არსენალს, რომელმაც ლიგის ფაზაში პარიზი დაემარცხებინა.
ინტერი – ჩემპიონთა ლიგა 2024-25
ინტერი კი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გუნდი იყო. ჯგუფური ეტაპი მხოლოდ ერთი მარცხით დაასრულა (ლევერკუზენთან 0:1) – თანაც ეს ერთადერთი გაშვებული გოლი იყო.
ნერაძურიმ პლეი-ოფში უპრობლემოდ დაამარცხა ფეიენოორდი, შემდეგ დრამატულ ბრძოლაში ბაიერნი (4:3) და ნახევარფინალში ბარსელონა (ჯამში 7:6).
საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე, ინტერი ძალიან მცირე ხანს იყო. პარი სენ ჟერმენი იმავე მაჩვენებლით – მესამეა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი – ფაქტები
პსჟ არის მესამე ფრანგული კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ ან მეტჯერ აღმოჩნდა – “სტად რეიმსი” (1955/56, 1958/59) და “მარსელი” (1990/91, 1992/93).
ლუის ენრიკეს გუნდმა ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო (2 წაგება) და ბოლო 9 შეხვედრიდან 7-ში ანგარიში სწორედ პარიზელებმა გახსნეს.
ინტერისთვის ეს მეშვიდე ფინალია ჩემპიონთა ლიგაზე. ნერაძურიმ ამ სეზონში უკვე 10 მატჩი მოიგო – ეს კი ნერაძურის საუკეთესო შედეგია UEFA-ს ტურნირებში ერთ სეზონში. გუნდს მხოლოდ ერთი წაგება აქვს 14 მატჩში და ბოლო 8 შეხვედრაში დაუმარცხებელია (6 მოგება, 2 ფრე).
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ: დონარუმა; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ნუნო მენდეში; ჟოაო ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი; კვარაცხელია, დემბელე, ბარკოლა
დაშავებული: არავინ
საეჭვო: არავინ
ინტერი: ზომერი; პავარი, აჩერბი, ბასტონი; დუმფრიზი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, დიმარკო; ლაუტარო, ტურამი
დაშავებული: არავინ
საეჭვო: ბისეკი (მუხლი), პავარი (კოჭი), ჟიელინსკი (კუნთი)
ისტორია
პსჟ
ფინალები: 1 თამაში, 0 მოგება, 1 წაგება, ბურთების შეფარდება: 0–1
ბოლო ფინალი: პსჟ 0-1 ბაიერნი, 2019/20
ინტერი
ფინალები: 6 თამაში, 3 მოგება, 3 წაგება, ბურთების შეფარდება: 7–6
ბოლო ფინალი: მანჩესტერ სიტი 1-0 ინტერი, 2022/23
კომენტარები გუნდებიდან
ლუის ენრიკე, პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი:
„ეს არის ინტერის მეორე ფინალი სამ წელიწადში. ისინი მზად არიან. ძალიან ცოტა ცვლილება აქვთ შემადგენლობაში. სტანდარტებიდან ძალიან ძლიერები არიან. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ფსიქოლოგიურად.
ჩვენ ბევრი ვისწავლეთ ამ სეზონში და გუნდი ინდივიდუალურადაც გაიზარდა. ვფიქრობ, ჩვენი მთავარი ძალა არის მთლიანობა. ყოველდღე სწავლობ რაღაც ახალს მწვრთნელად მუშაობისას, და ამ ჯგუფთან ერთად მეც ვვითარდები.“
სიმონე ინძაგი, ინტერის მთავარი მწვრთნელი:
„ჩვენი მოთამაშეები მოტივირებულები არიან – არა შეპყრობილები, ეს არ გვინდა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ინტერი ვართ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში ჩემი ოცნება იყო; როგორც ფეხბურთელმა ვერ შევძელი, მაგრამ ამ ჯგუფის წყალობით უკვე მეორე ფინალია სამ წელიწადში.
„უნდა მივუდგეთ ფინალს ისე, რომ ვიცით – იქნება რთული მომენტები და მომენტებიც, როცა ინიციატივა ჩვენთან იქნება. სწორედ დეტალები და კონკრეტული ეპიზოდები გადაწყვეტს ფინალის.“
ლაუტარო მარტინესი, ინტერის კაპიტანი:
„ბევრი ტიტული მაქვს მოგებული, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მაკლია. მიხარია, რომ კიდევ ერთ ფინალში ვარ. გვსურს იდეალური თამაში ჩავატაროთ და თასი მილანში დავაბრუნოთ.“