სარჩევი
მონაკო vs პსჟ - მატჩის წინ | Setanta Sports

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ მონაკოს ესტუმრება და სატურნირო ცხრილში ლიდერობის შენარჩუნებას ეცება.

მონაკოსა და პსჟ-ს მატჩი 30 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება.

უყურე ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს setantasports.com-ზე

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

მონაკომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩში პაფოსის წინააღმდეგ გამართულ გასვლით მატჩში დაკარგა ქულები (2:2). სებასტიან პორონიოლის გუნდს შიდა ჩემპიონატში 20 ქულა აქვს და მე-8 პოზიციას იკავებს.

პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტურში ლონდონის ტოტენჰემს უმასპინძლეს და უხვგოლიან მატჩში დაამარცხეს (5:3). ხვიჩა კვარაცხელიამ თავი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა, ხოლო ვიტინიამ კარიერაში პირველი ჰეტრიკი შეასრულა.

კვარას ასისტი, ვიტინიას ჰეტრიკი – უხვგოლიანი მატჩი პარიზში

ლუის ენრიკეს გუნდი ლიგა 1-ში 30 ქულით პირველ ადგილზეა, თუმცა მდევარ მარსელს მხოლოდ 2 ქულით უსწრებს, ასე რომ, დედაქალაქელებს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ.

ლუის ენრიკე სამწვრთნელო კარიერაში მონაკოს წინააღმდეგ მეხუთედ გაიყვანს გუნდს, აქამდე ესპანელი მწვრთნელს მონაკოსთან არასდროს წაუგია – 4 მოგება, 1 ფრე.

რაც შეეხება საკადრო პრობლემებს, ტოტენჰემის წინააღმდეგ 4 ნოემბრის შემდეგ პირველად ვიხილეთ სათადარიგოზე უსმან დემბელე, რომელმაც ჩემპიონთალიგურ მატჩში მცირე სათამაშო დრო მიიღო და ახლა მონაკოსთვისაც მზადაა.

გუნდს გამოაკლდა ნუნო მენდეში, რომელიც ტოტენჰემთან მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ ლუკას ერნანდესმა შეცვალა. პორტუგალიელს მცირე დაზიანება აქვს და გუნდს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება.

რაც შეეხება მონაკოს, მასპინძლებს წინა ტურში რენთან (1:4) მიღებული წითელი ბარათის გამო დენის ზაქარია დააკლებათ, შვეიცარიელმა უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და ორ მატჩს გამოტოვებს.

გასულ ტურში მოედანს ბოლო 2 წლის განმავლობაში პირველად დაუბრუნდა პოლ პოგბა, რომელმაც სადებიუტო მატჩი ჩაატარა რენის წინააღმდეგ მონაკოს მაისურით. არის ვარიანტი, რომ პოგბამ დისკვალიფიცირებული დენის ზაქარია ჩაანაცვლოს, თუმცა სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ სასტარტოდან მამადუ კულიბალიმ დაიწყოს.

მასპინძლებს შემტევი ხაზის ლიდერი, ბალოგუნი დაუბრუნდათ, ხოლო ერიკ დაიერი და კრისტიან მავისა კვლავ ტრავმირებულები არიან.

მონაკო vs პსჟ – სავარაუდო შემადგენლობები

მონაკო: ჰრადეცკი, ვანდერსონი, ტეზე, კერერი, ენრიკე, კამარა, კულიბალი, აკლიუჩე, გოლოვინი, მინამინო, ბალოგუნი

პსჟ: შევალიე, ზაირ-ემერი, ზაბარნი, პაჩო, ერნანდესი, ფაბიან რუისი, ვიტინია, კან ინ-ლი, კვარაცხელია, დემბელე, ბარკოლა.