სარჩევი
მიქაუტაძის გოლი და ასისტი - ვილიარეალმა ელჩე დაამარცხა | Setanta Sports

მიქაუტაძის გოლი და ასისტი – საქართველოს ნაკრების და ვილიარეალის თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ 2026 წლის პირველ შეხვედრაში თავი ორი შედეგიანი მოქმედებით გამოიჩინა და თავის გუნდს ელჩეში მოაგებინა.

ელჩე vs ვილიარეალი – სრული ჩანაწერი

ელჩე vs ვილიარეალი – მიმოხილვა

ყვითელმა წყალქვეშა ნავმა ელჩეს საკუთარ მოედანზე წაუგებელი სერია დაუსრულა და საქმეში პირველივე წუთებიდან ჩაერთო.

გიორგი მიქაუტაძემ მატჩის საწყის 15 წუთში ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა და შემდეგ გოლი გაიტანა – ყვითლებმა მძლავრად დაიწყეს და დამაჯერებელი უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს.

ჟორჟის გადაცემა გოლად ალბერტო მოლეირომ აქცია, რომელმაც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში თავისი მე-7 გოლი გაიტანა, ხოლო ქართველმა თავისი გოლი ნიკოლა პეპეს გადაცემით გაიტანა.

ელჩე თამაშში პირველი ტაიმის ბოლოსკენ დაბრუნდა, როცა ალეიშ ფებასის გადაცემა მარტიმ ნეტომ აუღებელი დარტყმით გამოიყენა.

ქართველ ფორვარდს მეორე ტაიმის დასაწყისში გოლის გატანის შანსი კვლავ შეექმნა, თუმცა მიქაუტაძის ჭკვიანური მცდელობა მეტოქის კარი მეკარეზე თავზე გადაგდებით დაელაშქრა, წარუმატებელი აღმოჩნდა.

ელჩემ ანგარიშის გათანაბრება რამდენჯერმე სცადა, თუმცა ვილიარეალი დაცვის ბოლო ზღუდეზე თავს კარგად იცავდა. საბოლოოდ, მატჩში წერტილი ალფონსო პედრასამ დასვა, რომელმაც სერხი კარდონას დიდებული გადაცემა გოლად აქცია და ვილიარეალმა აქტივში 3 ქულა ჩაიწერა.

ყვითელი წყალქვეშა ნავი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, ხოლო ელჩე მარცხის შემდეგ მე-9 ადგილამდე დაქვეითდა.

ვილიარეალი შემდეგ მატჩს ლა ლიგაში 10 იანვარს, საკუთარ მოედანზე, ალავესის წინააღმდეგ გამართავს – მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-ის პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.

ელჩე vs ვილიარეალი – მიმოხილვა