სარჩევი
მაქსიმუმს გავიღებ - ინტერვიუ ბუდუსთან | ბუნდესლიგა 2025-26 | Setanta Sports

ბუნდესლიგა 2025-26 იწყება და ჩვენც გერმანიის ჩემპიონატს გაორმაგებული ინტერესით მივადევნებთ თვალს. ერთი რომ ბუდუ ზივზივაძე სრულფასოვან სეზონს იწყებს, მეორე კი – გიორგი გოჩოლეიშვილი ჰამბურგის ღირსებას დაიცავს. სეზონის დაწყებამდე ბუდუსთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

უყურე ბუნდესლიგა 2025-26-ს setantasports.com-ზე

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ინტერვიუ ბუდუსთან

ქართველმა ფორვარდმა ჰაიდენჰაიმთან ერთად ნაყოფიერი ზაფხული განვლო. ფრანკ შმიდტის ვარჯიშების ინტენსივობა გუნდს პირველსავე ტურებში უნდა დაეტყოს.

“წინასასეზონო პერიოდში რამდენიმე ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. მზადება ინტენსიური ხასიათის იყო, შესაბამისად, მთლიანი გუნდი და მეც ბუნდესლიგის ახალ სეზონს კარგ ფიზიკურ კონდიციებში ვხვდებით. მართალია მეტოქე დაბალი ლიგის გუნდი იყო, თუმცა ეს გერმანიის თასზეც დავამტკიცეთ.

წინა სეზონში ჰაიდენჰაიმს სეზონის შუაში შევუერთდი, ახლა კი სრულფასოვან სეზონს ვიწყებთ ერთად, ცხადია, ეს ბევრად სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა. ვეცდები, 1-ლივე ტურიდან გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო მიზნების მიღწევაში.”

განვლილ სეზონში ჰაიდენჰაიმი გავარდნის პირას იყო, თუმცა ბოლო ტურებში ფრანკ შმიდტის გუნდმა შეძლო და ჯერ საპლეი ოფო მე-16 ადგილზე დაასრულა გათამაშება, შემდეგ კი პლეი ოფში ელვერსბერგს აჯობა და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა.

ბუდუმ განვილილ სეზონში, ბუნდესლიგაში ჩატარებულ 17 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა გაიფორმა(უნიონთან მეკარის მოგერიებულზე დამატება ასისტად არ ითვლება) ამ სეზონში კი მაყურებელს მისგან კიდევ უფრო წარმოსადეგი ინდივიდუალური სტატისტიკის მოლოდინი აქვს.

ცხადია, ეს ადვილი არ იქნება, რადგან ჰაიდენჰაიმი ყველაზე შემტევ ფეხბურთს არ თამაშობს, თუმცა ბუდუ ბუნდესლიგაში სრულფასოვან სეზონს ჩაატარებს და ამ მოლოდინს სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს.

“მიზნებს რაც შეეხება, ვეცდებით, გათამაშება ცხრილში მაქსიმალურად მაღლა დავასრულოთ და გასული სეზონის მსგავსად ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი ოფის მატჩების ჩატარება აღარ დაგვჭირდეს.

ადრეც გვითქვამს, რომ გოლების გარკვეულ რაოდენობას წინასწარ არასდროს ვისახავ. ვეცდები, მაქსიმალურად სასარგებლო ვიყო გუნდისთვის და ეს რაში გამოისახება, გოლებში, ასისტებში, თუ მშრალ მაგრამ ხარისხიან მატჩებში, ერთად ვნახავთ.”

ინტერვიუ ბუდუსთან – ქართველები ბუნდესლიგაში

ბუდუმ განვლილ სეზონში, ბუნდესლიგაში ხანგრძლივი უქართველებო სერია დაასრულა, ახლა კი ლიგაში, ჰამბურში იჯარით გიორგი გოჩოლეიშვილიც ითამაშებს.

დინოზავრები, ბუნდესლიგაში ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ დაბრუნდნენ.

“გოჩოლას ბუნდესლიგაში გადმოსვლა ცხადია, სასიხარულო ამბავია. რა თქმა უნდა ერთმანეთთან კომუნიკაცია გვაქვს. იმედი მაქვს კარგი სეზონი ექნება. ვიცი, 20 სექტემბერს ვითამაშებთ ჰამბურგში, იმ სტადიონზე, რომელზეც ჩეხეთთან ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა ავიღეთ. ვიმედოვნებ, რომ იმ მატჩში გოჩოლა და მე ერთმანეთის პირისპირ ვითამაშებთ და მოედანზე Setanta-ს მაყურებელი ორ ქართველს ერთად გვიხილავს.”

წარმომადგენელი საქართველოს კვლავ ჰყავს ბუნდესლიგა 2-ში. მიროსლავ კლოზეს ნიურნბერგში ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს.

“ცხადია, ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერიც სასიხარულო ამბავია. გერმანიაში ქართველი ლეგიონერების ყოფნის დიდი ტრადიციაა, და მიხარია, რომ თანდათან ამ წმინდა საფეხბურთო ქვეყანაში ჩვენი რაოდენობა იზრდება. იმედია ნიურნბერგი და ლუკა ბუნდესლიგა 2-ში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ. რა თქმა უნდა, მასთან კონტაქტი მაქვს და ბუნდესლიგა 2-საც თვალს კვლავინდებურად ახლოდან ვადევნებ.”

განვლილი სეზონის დასკვნით ნაწილში ბუდუ დაშავდა. მიზეზი კი ვოლფსბურგთან გამართული მატჩის მიწურულს, ლუკას ნმეჩას უხეშობა გახდა. ფეხბურთია, ხდება, თუმცა უფროს ნმეჩას, რომელიც ინგლისში, ლიდსში გადაბარგდა, რომ მოებოდიშებინა მაინც, ურიგო არ იქნებოდა.

“ვოლფსბურგთან მიღებული ტრავმა ცხადია, მახსოვს. სამწუხაროდ ნმეჩა პრემიერ ლიგაში გადაბარგდა და სპორტული თვალსაზრისით მასთან მეტოქეობა მოედანზე ამ ეტაპზე აღარ მოხერხდება, თუმცა ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი სეზონის დადებითი შედეგით დაწყებაა. თანაც გასულ სეზონში საშინაო არენაზე ქულების აღება ხშირად არ გამოგვდიოდა, ეს იქნება ერთ-ერთი მიზანი, რომლის გამოსწორებასაც ამ სეზონში ვეცდებით.”

ინტერვიუ ბუდუსთან – საქართველოს ნაკრები

საკლუბო სეზონის სტარტი გასაგებია, თუმცა მალევეა პირველი სანაკრებო ფანჯარაც. 4 და 7 სექტემბერს საერთველოს ნაკრები დინამო არენაზე, შესაბამისად, თურქეთსა და ბულგარეთს დაუპირისპირდება.

ორივე მატჩი იმგვარია, მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში, ჯვაროსნების და არა მხოლოდ, ამ თავითვე ბევრი რაღაცის გარკვევა რომ შეუძლია. ცხადია, შესაბამისი მოლოდინია ეროვნული გუნდის ფეხბურთელთა რიგებშიც.

“ცხადია, თურქეთსა და ბულგარეთთან სანაკრებო მატჩები უდიდეს მნიშვნელობას ატარებს. დამერწმუნეთ, ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს ის მატჩები მხედველობაში აქვს. ყველა ვეცდებით ვიყოთ ოპტიმალურ ფორმაში. შემართება რომ ადგილზე იქნება და ყველა ფეხბურთელი მაქსიმუმს გაიღებს, ამაზე საუბარი არც ღირს.

თურქეთთან მატჩის წინ რევანშზე მეტად უფრო მნიშვნელოვანი თავად ამ მატჩის მნიშვნელობაა, რომელსაც საკვალიფიკაციო ეტაპის ჩვენს ჯგუფში ამინდის შექმნა თავიდანვე შეუძლია. პირველიდან ბოლო წუთამდე გულშემატკივრების მხარდაჭერა და მათი ფაქტორი გადამწყვეტი იქნება.”

ჰაიდენჰაიმი vs ვოლფსბურგი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი შაბათს, 23 აგვისტოს 17:30 წუთიდან დაიწყება და მისი ხილვა setantasports.com-ზე შეგეძლებათ.