მანჩესტერ იუნაიტედი vs მანჩესტერ სიტი – მაიკლ კერიკი ეშმაკების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნების შემდეგ პირველ შეხვედრას თანაქალაქელი მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ ჩაატარებს.
უფრო რთული მატჩი მაიკლ კერიკს დაბრუნების შემდეგ ოლდ ტრაფორდზე ალბათ ვერც წარმოედგინა – 198-ე მანჩესტერული დერბი საჩემპიონო რბოლაში მყოფი მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ, FA თასიდან ახალი გამოვარდნილი ეშმაკები მართლაც რთული ამოცანის წინაშე არიან.
მანჩესტერელი ფანები ოლდ ტრაფორდზე ცალსახად უფრო სანახაობრივ და დრამატულ მატჩს ელიან წინა დერბისგან განსხვავებით, რომელიც გასული წლის აპრილში ნულოვანი ფრით დასრულდა.
მანჩესტერ იუნაიტედი vs მანჩესტერ სიტი – მანჩესტერული დერბის პირდაპირი რეპორტაჟი Setanta Sport 1-სა და setantasports.com-ზე 17 იანვარს, თბილისის დროით 16:30 სთ-ზე დაიწყება.
რუბენ ამორიმის დაკავებული პოსტიან გათავისუფლების შემდეგ რვა დღეში მანჩესტერმა დროებითი მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაიკლ კერიკი დანიშნა სეზონის ბოლომდე. 44 წლის სპეციალისტი აღნიშნულ პოსტზე მეორედ იმუშავებს – 2021 წლის ნოემბერ/დეკემბერში კერიკმა სამ მატჩში გაწვრთნა მანჩესტერი (2 მოგება, 1 ფრე).
სამი იმედგამაცრუებელი ფრის შემდეგ (ვულვზის, ლიდსის და ბარნლის წინააღმდეგ), მანჩესტერმა ინგლისის ასოციაციის თასზე ბრაიტონთან გამართული საშინაო მატჩი დათმო (1:2), ეს დარენ ფლეტჩერის ბოლო მატჩი გამოდგა დროებითი მთავარი მწვრთნელის პოსტზე. თასიდან გამოვარდნის შემდეგ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მანჩესტერი 2025/26 წლების სეზონში ყველა ტურნირზე სულ 40 მატჩს გამართავს, რაც ყველაზე მოკლე სეზონი იქნება ეშაკებისთვის 1914/15 წლების სეზონის შემდეგ.
სექტემბერში გამართული პირველი წრის მანჩესტერულ დერბიში ეტიჰადზე მანჩესტერ სიტიმ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (3:0), იმ შემთხვევაში თუ ეშმაკები საკუთარ მოედანზეც ვერ გაიტანენ გოლს, ეს იქნება პირველი შემთხვევა ერთ სეზონში (1973-74 წლების სეზონის შემდეგ), როცა იუნაიტედი ლიგაში გამართული ორი დერბიდან ვერც ერთში შეძლებს გოლის გატანას. აღსანიშნავია, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა დერბიში გამართულ ბოლო ხუთი საშინაო მატჩიდან, ოთხში გოლი ვერ გაიტანა.
2026 წელი პრემიერ ლიგაში მანჩესტერ სიტიმ მოგების გარეშე დაიწყო, ზედიზედ სამი ფრე (სანდერლენდთან, ჩელსისთან და ბრაიტონთან) ქალაქელებისთვის გამაღიზიანებელი შედეგია მაშინ, როცა გვარდიოლას გუნდი პრემიერლიგის ლიდერ არსენალს უკვე 6 ქულით ჩამორჩება.
ქალაქელებმა ხასიათი ინგლისის თასებზე გამოიკეთეს, სადაც ჯერ ასოციაციის თასზე ექსეტერთან გამართულ შეხვედრაში გამანადგურებელი ანგარიშით (10:1) მოიგეს, ხოლო შემდეგ ნიუკასლთან EFL თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს (0:2) და ფინალში გასვლისთვის მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთეს.
იანვრის შენაძენი ანტონი სემენიო გვარდოლას გუნდს მშვენივრად ეწყობა, ბორნმუთიდან 64 მილიონიანი ტრანსფერის შემდეგ სემენიომ სიტის მაისურით ორი გოლი გაიტანა და ორჯერ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.
მანჩესტერ სიტი დერბის 13-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება ყველა ტურნირზე (10 მოგება, 3 ფრე) და ამასთან, ზედიზედ ცხრა მატჩია, რაც პრემიერ ლიგაში არ წაუგია (6 მოგება, 3 ფრე).
გვარდიოლა, რომელიც ამ დროისთვის პრემიერ ლიგაში ყველაზე დიდხანს მომსახურე მწვრთნელია (9 წელი და 1999 დღე), ქალაქელთა მწვრთნელის რანგში 31-ე მანჩესტერული დერბისთვის ემზადება. კატალონიელ მწვრთნელს მხოლოდ ლივერპულის (10) და ტოტენჰემის (10) წინააღმდეგ აქვს მეტი მარცხი ერთი გუნდის წინააღმდეგ, ვიდრე მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ (9).
მიუხეავად ამისა, ქალაქელების გულშემატკივრებს შეუძლიათ იამაყონ იმ ფაქტით, რომ ოლდ ტრაფორდზე პრემიერ ლიგის ეგიდით არც ერთ გუნს არ აქვს მეტი მოგება, ვიდრე მანჩესტერ სიტის (37).
რაც შეეხება გუნდების საკადრო პრობლემებს, მანჩესტერ იუნაიტედი კვლავ ნუსაირ მაზრაუის გარეშე იქნება, რომელიც აფრიკის თასის ფინალშია გასული, ტრავმირებული მატის დე ლიხტი და დისკვალიფიციბული ში ლეისი მანჩესტერულ დერბის გამოტოვებენ.
მიუხედავად ამისა, მაიკლ კერიკს ბრაიან მბიუმოს და ამად დიალოს გამოყენება შეეძლება, რომლებიც მანჩესტერის შემადგენლობას აფრიკის თასიდან გამოთიშვის შემდეგ დაუბრუნდნენ.
მარცხენა მცველის პოსიზიციაზე მაიკლ კერიკს ლუკ შოს და პატრიკ დორგუს ვარიანტები აქვს, ნახევარდაცვის ცენტრალურ ხაზში კი შესაძლოა კობი მეინუ ვიხილოთ, რომელსაც მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის მატჩში სასტარტო შემადგენლობიდან ჯერ არც ერთი მატჩი დაუწყია.
მხოლოდ ერლინგ ჰოლანდს (12) და იგორ ტიაგოს (11) აქვთ მეტი საგოლე მოქმედება პრემიერ ლიგაში ნოემბრის შემდეგ, ვიდრე ბრუნო ფერნანდეშს (10). ეშმაკების კაპიტანმა მიმდინარე სეზონში 56 საგოლე მომენტი შექმნა, რაც საუკეთესო შედეგია პრემიერ ლიგაში.
მანჩესტერ სიტის დახმარებას იოშკო გვარდიოლი, მატეო კოვაჩიჩი, ჯონ სტოუნსი, რუბენ დიაში, ოსკარ ბობი და სავინიო ტრავმების გამო ვერ შეძლებენ, იქიდან გამომდინარე, რომ ომარ მარმუშის ეგვიპტე აფრიკის თასს ნახევარფინალში გამოეთიშა, ეგვიპტელი ფორვარდი გუნდში დაბრუნებას მანჩესტერული დერბისთვის ვერ ასწრებს.
სემენიოს მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო ოთხ შეხვედრაში სამი გოლი აქვს გატანილი და ქალაქელთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის ძლიერი კანდიდატია. რაიან შერკი, რომელმაც შუა კვირაში თავი გატანილი გოლით გამოიჩინა, შესაძლოა გამთამაშებლის პოზიციაზე ვიხილოთ, თუმცა არის ფილ ფოდენის ვარიანტიც, რომელსაც მხოლოდ ბრაიტონთან აქვს უფრო მეტი გოლი გატანილი (8), ვიდრე მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ (7).
მანჩესტერ იუნაიტედი vs მანჩესტერ სიტი – სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერ იუნაიტედი – ლამენსი, დალო, მაგუაიერი, მარტინესი, შო, კაზემირო, მეინუ, მბიუმო, ფერნანდეში, კუნია, შეშკო
მანჩესეტრ სიტი – დონარუმა, ნუნეში, ხუსანოვი, ალეინი, ო’რაილი, როდრი, ბერნანდო სილვა, შერკი, ფოდენი, სემენიო, ჰოლანდი