სარჩევი
მამარდაშვილი - ოჩოტორენას ბოლო ბრილიანტი | Setanta Sports

მამარდაშვილი – ოჩოტორენას ბოლო ბრილიანტი – ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში გასამართი მატჩის წინ ბოლო ვარჯიში ხოსე მანუელ ოჩოტორენას ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად წუთიერი დუმილით დაიწყო.

საქართველო vs ესპანეთი – მატჩის წინ

პატივისცემის ეს აქტი განმეორდება შაბათს, დინამო არენაზეც – წლების განმავლობაში ვალენსიას და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარე, ხოსე მანუელ ოჩოტორენა 26 ოქტომბერს, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში აღნიშნულ ამბავზე ემოციური წერილი გამოაქვეყნა:

“ადამიანმა, რომელსაც ჰქონდა უდიდესი გავლენა ჩემს კარიერასა და ცხოვრებაზე, დაგვტოვა, მადლობა ყველაფრისთვის, რაც მასწავლე და ნდობისთვის, რომელიც ჩემს მიმართ გამოხატე.

შენ დამეხმარე გავზრდილიყავი როგორც არამხოლოდ ფეხბურთელი, პიროვნებაც.

შენი მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება ყველა ჩვენგანში, ვისაც გვქონდა იღბალი, შენგან გვესწავლა. მშვიდად განისვენე, ოჩოტო.”

ოჩოტორენა წლების განმავლობაში მუშაობდა ვალენსიაში მეკარეების მწვრთნელის პოზიციაზე და მისი დიდი დამსახურებაა ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის განვითარება.

გიორგი მამარდაშვილი და ოჩოტორენა ერთმანეთს პირველად 2021 წლის ივლისში შეხვდნენ, მაშინ ქართველი მეკარე ესპანურად ვერ საუბრობდა, მიუხედავად ამისა, მწვრთნელსა და მამარდაშვილს შორის ურთიერთობაში ამას ხელი არ შეუშლია.

ოჩოტორენა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ გიორგი მამარდაშვილის მონაცემებით აღფრთოვანებული იყო, ქართველი მეკარე კი ბასკი მწვრთნელის უცხო ქვეყანაში გულთბილი დახვედრით მადლიერი იყო.

საწყისი კარიერული ნაბიჯები ქართველმა მეკარემ სწორედ ოჩოტორენას ხელში გაიარა და ვალენსიას პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრებაც მოახერხა.

ამბობენ სწორ დროს სწორ ადგილას ყოფნა ბევრს წყვეტსო და ასე იყო მამარდაშვილის შემთხვევაშიც. 2021 წელს ქართველმა ვალენსიაში სათამაშო დრო იასპერ სილესენისა და ხაუმე დომენეკის ტრავმის გამო მიიღო და მოგვიანებით სასტარტო შემაგენლობაშიც დამკვიდრდა.

პირველად გიორგი მამარდაშვილმა თავი ლევანტესთან და მილანთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში გამოიჩინა, დანარჩენი უკვე ისტორიაა – 134 მატჩი ვალენსიაში და 33 საქართველოს ნაკრებში და 9 ლივერპულში.

ვალენსიადან ლივერპულში გადასვლამდე იყო გზა, რომელიც მამარდაშვილმა ოჩოტორენასთან ერთად გაიარა და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ჩამოყალიბდა.

პირველივე ვარჯიშიდან ოჩოტორენამ მამარდაშვილში შენიშნა გადამწყვეტ მომენტებში აუღელვებლად მოქმედების და ერთი-ერთზე თამაშის ნიჭი – შეიმუშავა პერსონალური ვარჯიშები მეკარესთან, რის შემდეგაც მამარდაშვილი კარის ხაზზე ბევრად სწრაფად მოძრაობდა და რეაქციის სისწრაფედ ცალსახად გაზრდილი იყო.

2021 წლიდან მოყოლებული, მამარდაშვილმა თავისი სათამაშო ასპექტის ყველა დონე განავითარა – გარდა გამოსვლებზე და ერთი-ერთზე თამაშისა, ქართველი მეკარე თერთმეტრიანის მოგერიების ოსტატად ჩამოყალიბდა, ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც გიორგიმ 2021 წელს ბეტისთან გამართულ კოპა დელ რეის საფინალო მატჩში პენალტის მოგერიება ვერ შეძლო. ფაქტია ოჩოტორენას დახმარებით გიორგიმ ამ ასპექტს დიდი ყურადღება მიაქცია და შედეგად, ვიხილეთ, რომ 2023 წლის შემდეგ ტოპ-5 ჩემპიონატში მამარდაშვილმა ყველაზე მეტი პენალტი მოიგერია.

ოჩოტორენას მწვრთნლობის ქვეშ მამადაშვილმა 16-იდან 7 (43.6%) პენალტი მოიგერია, როცა მანამდე 18-იდან 2 (11%) ჰქონდა მოგერიებული.

ყველა ამ მიზეზის გათვალისწიებით, მამარდაშვილი ოჩოტორენას ბოლო ბრილიანტია, რომელიც დიდ საფეხბურთო სამყაროში ამაყად ატარებს ქართულ დროშას და ახლა უკვე ლივერპულის ღირსებას იცავს.

ცნობისთვის, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორ მატჩს საქართველოს ნაკრები 15 და 18 ნოემბერს – ჯერ თბილისში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო შემდეგ სოფიაში ბულგარეთთან გასვლით მატჩს გამართავს.

მიიღე ფასდაკლება setantasports.com-ზე

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.