სარჩევი
კვარაცხელიას ასისტი, წიტაიშვილის გოლი - წარმატებული დღე ლიგა 1-ში | Setanta Sports

კვარაცხელიას ასისტი, წიტაიშვილის გოლი – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა საფრანგეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში თავი შედეგიანი მოქმედებებით გამოიჩინეს.

უყურე კვარაცხელიას და წიტაიშვილის თამაშებს setantasports.com-ზე

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

წიტაიშვილის სადებიუტო გოლი ლიგა 1-ში

წიტაიშვილმა ბრესტის წინააღმდეგ მოედანზე 68 წუთი ითამაშა. ბრესტი მატჩის სტარტზევე, მე-2 წუთზე დაწინაურდა, რომლის შემდეგაც 4 წუთში ქართველმა ფეხბურთელმა წონასწორობა აღადგინა და საფრანგეთის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

ბრესტში გამართული შეხვედრა სანახაობრივი გამოდგა – მეორე ტაიმის სტარტზე დუმბიამ მასპინძლები დააწინაურა, მეცმა ანგარიშის გათანაბრება კვლავ შეძლო კულიბალის ავტოგოლით, თუმცა მატჩის კომპენსირებულ დროში დანიშნული თერთმეტმეტრიანი კასილიომ გოლად აქცია და ბრესტმა საბოლოო ჯამში 3 ქულა მოიპოვა.

ბრესტი vs მეცი – სრული ჩანაწერი

გიორგი წიტაიშვილს მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში 13-ივე მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის აქტივში 1 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.

ბრესტთან განცდილი მარცხის შემდეგ წიტაიშვილის მეცი საფრანგეთის ჩემპიონატში მე-17 ადგილს იკავებს და მხოლოდ 11 ქულა აქვს. გასავარდნ ზონის მიღმა მყოფ ნანტს მეცი ბურთების უარესი შეფარდების გამო ჩამორჩება.

კვარაცხელიას ასისტი და მოგება ლე ავრთან

პარკ დე პრანსზე გამართულ შეხვედრაში საფრანგეთის მოქმდმა ჩემპიონმა ლე ავრი მიიღო და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩერთო და მესამე გოლში მონაწილეობა მიიღო. სწორედ ქართველის გადაცემით გაიტანა ბრედლი ბარკოლამ ლე ავრის კარში გოლი, რამაც მატჩის საბოლოო შედეგი (3:0) დააფიქსირა.

პსჟ vs ლე ავრი – სრული ჩანაწერი

კვარაცხელიას პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატს 30 ქულით ლიდერობს და მდევარ მარსელ ორი ქულით უსწრებს.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ჩატარებულ 11 თამაშში 1 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

პარი სენ-ჟერმენი შემდეგ მატჩს 25 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს, სადაც ლონდონის ტოტენჰემის უმასპინძლებს.