სარჩევი
დრამატული ფინალი - კვარაცხელიამ პსჟ-ში მე-5 ტიტული მოიგო | Setanta Sports

კვარცხელიამ პსჟ-ში მე-5 ტიტული მოიგო – პსჟ-მ ქუვეითში გამართულ საფრანგეთის სუპერთასის მატჩში მარსელი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.

სუპერთასის შეხვედრა ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. ქართველმა მოედანზე 70 წუთი აჰყო, რა დროშიც ენერგიულად ეხმარებოდა დაცვას და გამჭოლი გადაცემებით თავისი გუნდის შეტევას მწვავეს ხდიდა. ერთ-ერთ მომენტში ხვიჩამ პარიზული გუნდის საჯარიმოში კარგი ვარდნითაც დაგვამახსოვრა თავი, როცა პარიზული გუნდი გაშვებული გოლისგან გადაარჩინა.

ლუის ენრიკეს გუნდი თამაშს დამაჯერებლად აკონტროლებდა პირველ ტაიმში, ვიტინია-ნევეშის ნახევარდაცვის ხაზი შეუცდომელი იყო, ამასთან რეაქტიული უსმან დემბელე შემტევ ხაზში სწრაფი გადაადგილებით ზონებს ათავისუფლებდა და მარსელის დაცვის ხაზს თავს ესხმოდა. ერთ-ერთი ასეთ მომენტში მარსელის დაცვამ კრიტიკული შეცდომა დაუშვა, რაც უსმან დემბელემ კარგად გამოიყენა – ვიტინიას მიღებული გადაცემა ფრანგმა ტექნიკურად დაამუშავა და ხერონიმო რულის ბურთი თავზე გადაუგდო.

გაშვებული გოლის შემდეგ, მარსელი შეტევაში ძალიან გააქტიურდა, თუმცა შევალიე კარის ბოლო ზღუდეზე უშეცდომო იყო და არა ერთი ბრწყინვალე სეივი განახორციელა.

მატჩის მეორე ნახევარი ძალიან სანახაობრივი და დრამატული გამოდგა. მარსელი გააქტიურდა შეტევაში და პარიზელთა კართან არა ერთი სახიფათო მომენტი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ დე ძერბის გუნდმა რამდენიმე 100%-იანი მომენტი შექმნა, შევალიე კვლავ უშეცდომო იყო მანამ, სანამ გამოსვლაზე შეცდომას არ დაუშვებდა და მეისონ გრინვუდს არ წააქცევდა. გრინცუდმა თავისი მოპოვებული თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია და წონასწორობა აღადგინა. მალევე, მოედანზე ახლად შემოსულმა ობამეიანგმა საჯარიმოში ქაოსი შექმნა, ტრაორეს გაკეთებული გამჭოლი გადაცემა კი საკუთარ კარში პაჩომ ჩაჭრა.

მატჩის კომპენსირებულ დროში, როცა მარსელის ფანები უკვე აღნიშნავდნენ ტიტულის მოგებას და რობერტო დე ძერბი თავის სამწვრთნელო კარიერაში პირველ თასთან ყველაზე ახლოს იყო – ვიტინიას გენიალური შორეული გადაცემის შემდეგ ბრედლი ბარკოლამ თავით ერთი შეხებით გონსალო რამოშს დაუგდო, პორტუგალიელმაც მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა. ფსიქოლოგიური უპირატესობა პარიზელების მხარეს გადავიდა და თუ გავითვალისწინებთ შევალიეს ბრწყინვალე პერფორმანსს – ლუის ენრიკეს გუნდის უპირატესობა პენალტების დაწყებამდეც იგრძნობოდა.

საბოლოოდ, შევალიემ თერთმეტმეტრიანების სერიაში 3 პენალტი მოიგერია და პარი სენ-ჟერმენი მორიგ ტიტულს დაეუფლა.

პარი სენ-ჟერმენი საქმეში საფრანგეთის თასზე, 13 იანვარს დაბრუნდება, სადაც თანაქალაქელ პარიზს დაუპირსიპირდება.

პსჟ vs მარსელი – სუპერთასის მიმოხილვა