სარჩევი
კვარამ გაიტანა - პსჟ შემდეგ ეტაპზეა | Setanta Sports

ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა საკუთარ მოედანზე მონაკოსთან ფრედ ითამაშა (2:2), შედეგად პარიზულმა კლუბმა მეტოქე ორი მატჩის ჯამში (5:4) დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

უყურე ტოპ სპორტს setantasports.com-ზე

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

NEWS26 – თვის გამოწერა

YEAR26 – წლის გამოწერა

ლუის ენრიკეს გუნდს რთული მატჩი გამოუვიდა – მონაკომ უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა და შესვენებაზე მონეგასკები მინიმალური ანგარიშით იგებდნენ.

მთელ რიგ მომენტებში პარი სენ-ჟერმენი ბურთს აკონტროლებდა, მეტოქის ნახევარზე სწრაფი გადაცემებით მონაკოს დაცვის ხაზის ჰორიზონტალურად გაშლას ცდილობდა, საიდანაც სივრცეებს ძირითადად ხვიჩა კვარაცხელია და დეზირე დუე ითვისებდნენ, თუმცა გოლის გატანა პარიზულ კლუბს ძალიან გაუჭირდა.

გარდამტეხი იყო 3 წუთიან მონაკვეთში კულიბალის ორი უხეში თამაში, რითაც ფრანგმა ნახევარმცველმა წითელი ბარათი დაიმსახურა და მონაკომ მატჩ 10 კაცით დაასრულა. პსჟ-მ მატჩში ანგარიში კულიბალის გაძევებიდან რამდენიმე წამში გაათანაბრა, დეზირე დუეს გადაცემა გოლად პარიზული გუნდის კაპიტანმა – მარკინოსმა აქცია.

პარი სენ-ჟერმენი წინ ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიყვანა – ჰაკიმის შორეული დარტყმის შემდეგ გადმოგდებულ ბურთზე პირველი სწორედ ხვიჩა გაჩნდა და მონაკოს კარი აუღებელი დარტყმით დალაშქრა.

მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მონაკოს რიგებიდან თავისი გოლი შეცვლიან შესულმა ჯორდან ტეზემ გაიტანა და მატჩში საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე 21-ე ქართული გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი პარი სენ-ჟერმენის შვიდიანს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე უკვე 4 გოლი აქვს გატანილი.

ამგვარად, პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გაჭირვებით, თუმცა მაინც გავიდა და წილისყრას დაელოდება, სადაც ლუის ენრიკეს გუნდის მეტოქე ლონდონის ჩელსი ან ბარსელონა იქნება.

ჩემპიონთა ლიგის წილისყრა პარასკევს, 27 თებერვალს გაიმართება და ტრადიციულად, მისი ხილვა setantasports.com-ის პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.

პსჟ vs მონაკო – მიმოხილვა