სარჩევი
კვარაცხელიამ გაიტანა - პსჟ-მ მორიგი ტიტული მოიგო | Setanta Sports

კვარაცხელიამ გაიტანა – კატარში FIFA-ს საკონტინენტთაშორისო თასის ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პსჟ და კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული ფლამენგო შეხვდნენ. კვარაცხელიამ თავი მორიგ ფინალში გამოიჩინა და პარიზულ კლუბთან ერთად მე-4 ტიტულს დაეუფლა.

პსჟ vs ფლამენგო (1:1) პენ: 3:1

გოლები: კვარაცხელია 38′, ჟორჟინიო 62′

მატჩი გარდამავალი უპირატესობით დაიწყო – ბურთს პსჟ ფლობდა, თუმცა ფლამენგო თავს კარგად იცავდა და ძირითადად კონტრშეტევებზე იყო ჩასაფრებული.

ლუის ენრიკეს გუნდმა უპირატესობა მატჩის პირველ ტაიმის ბოლოს ხვიჩა კვარაცხელიას გატანილი გოლით მოიპოვა. პირველი ნახევარი პარიზელებმა სწორედ ქართველის გოლით მოიგეს.

მეორე ტაიმის სტარტზე, ფილიპე ლუსისი გუნდმა რამდენიმე მომენტი შექმნა და მალევე ჟორჟინიომ თერთმეტრიანი ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანი მატჩის 90-ე წუთზე დატოვა და მის ნაცვლად თამაში მბაიემ გააგრძელა.

მატჩის ძირითადი დრო ფრე დასრულდა და ყველაფერი თერთმეტმეტრიანების სერიაში გადაწყდა, სადაც გამარჯვება პარი სენ-ჟერმენს დარჩა.

თერთმეტრიანების სერიაში პსჟ-ს რუსმა გოლკიპერმა, საფონოვმა 5-დან 4 თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ლუის ენრიკეს გუნდს მორიგი ტიტული მოაგებინა.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით უკვე მეორე ფინალში გამოიჩინა თავი, აქამდე ქართველმა მილანის ინტერთან ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა (5:0).

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.