ფრანგული პარი სენ-ჟერმენისქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მონაკოსთან ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალურ ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ (2:2) ჟურნალისტებთან შემდეგ შესაძლო მეტოქეზე ისაუბრა.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულებმა მონაკო ორი მატჩის ჯამში 5:4 დაამარცხეს და მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის ჩელსის ან კატალონიის ბარსელონას შეხვდებიან.
პსჟ-ს მეტოქეს მერვედფინალურ ეტაპზე წილისყრა დაადგენს, რომლის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-ის პლატფორმაზე 27 თებერვალს, 15:00 სთ-ზე იქნება შესაძლებელი.
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
NEWS26 – თვის გამოწერა
YEAR26 – წლის გამოწერა
კვარაცხელიამ გაიტანა – პსჟ შემდეგ ეტაპზეა
კვარაცხელია მონაკოსთან ორმატჩიან დაპირისპირებაში გამორჩეული იყო – პირველ მატჩში ქართველმა თავის გუნდს თერთმეტმეტრიანი მოუტანა, ხოლო საპსაუხო შეხვედრაში უკვე თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.
მატჩისშემდგომ კომენტარში ქართველმა ხაზი გაუსვა მონაკოს სიძლიერეს და განაცხადა, რომ იყო მომენტი, როცა პსჟ-მ გაშვებული გოლის შემდეგ თავდაჯერებულობა დაკარგა.
‘გოლის გაშვებამდე ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა ეს ფეხბურთია. მონაკო შეტევაში მშვენიერი გუნდია და კონტრშეევებზე კარგად თამაშობს. ისინი სახიფათოები იყვნენ, თუმცა ვფიქრობ, რომ რეაქცია გამოვავლინეთ და მეორე ტაიმში, მიუხეავად ბოლო წუთზე გაშვებული გოლისა, კარგად ვითამაშეთ.’
‘ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მონაკო დიდებული გუნდია – მათ ამ ტურნირზე ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ შეუძლიათ გოლის გატანა. იყო მომენტი, როცა თავდაჯერებულობა დავკარგეთ, თუმცა შესვენებაზე მწვრთნელის საუბარი გავითვისწინეთ და მეორე ტაიმში მოედანზე ძალიან მოტივირებულები გავედით.’
კითხვაზე, მეტოქედ ჩელსის ისურვებდა კვარაცხელია თუ ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, ქართველის პასუხი ასეთი იყო:
‘ორივე გუნდს პატივს ვცემთ, ისინი დიდებული გუნდები არიან, ვნახოთ როგორ გადაწყდება და გავიგებთ მზად არიან თუ არა ისინი ჩვენთან სათამაშოდ.’
ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში უკვე 4 გოლი დაუგროვდა.