კვარა დაბრუნდა – პარი სენ-ჟერმენის ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია კოჭის ტრავმის შემდეგ მოედანს პარ დე პრენსზე, მარსელის წინააღმდეგ დაბრუნდა და თავი ბრწყინვალე გატანილი გოლით გამოიჩინა.
უყურე TOP სპორტს setantasports.com-ზე
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
NEWS26 – თვის გამოწერა
YEAR26 – წლის გამოწერა

პარი სენ-ჟერმენმა დაპირისპირებული მეტოქის წინააღმდეგ 10-ქულიანი პერფორმანსი აჩვენა და მარსელი გამანადგუბელი ანგარიშით დაამარცხა (5:0).
პარიზელები პირველ ტაიმში 2025 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულის, უსმან დემბელეს დუბლით დაწინაურდნენ. განსაკუთრებით ეფექტური იყო დემბელეს მეორე გოლი, რომლის დროსაც ფრანგმა შემტევმა მარსელის ორი მოთამაშე ლამაზი მოძრაობით ჩამოიშორა და ხერონიმო რულის კარში უძლიერესი დარტყმით გაიტანა გოლი.
ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 64-ე წუთზე დეზირე დუეს ნაცვლად ჩაერთო თამაშში. 66-ე წუთზე პსჟ-მ თავისი მესამე გოლი გაიტანა – ვიტინიას ჩაწოდებული მედინამ საკუთარ კარში ჩაჭრა – მალევე, ზუსტად ორ წუთში უსმან დემბელეს მაღალი გადაცემა ხვიჩა კვარაცხელიამ დაუშვებლად გაუშვა ხერონიმო რულის კარში და ულამაზესი გოლი გაიტანა. ქართველის გოლს მატჩის მიწურულს კან ინ-ლის გოლიც მოჰყვა და ბოლოოდ ლუის ენრიკეს გუნდმა ლე კლასიკი გამანადგურებელი ანგარიშით მოიგეს.
პსჟ-ს ეს გამარჯვება სატურნირო თვალსაზრისით ძალიან სჭირდებოდა – ტიტულისთვის ბრძოლის მთავარმა კონკურენტმა ლანსმა თავისი თამაში რენის წინააღდეგ მოიგო (3:1), ასე რომ, ლე კლასიკში გამარჯვებით ლუის ენრიკეს გუნდი პირველ ადგილს დაუბრუნდა და მდევარ ლანსს კვლავ 2 ქულით უსწრებს.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე თავისი მე-8 გოლი გაიტანა. ქართველის აქტივში კონკრეტულად ლიგა 1-ში 4 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა 17 ჩატარებულ შეხვედრაში.
საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონები შემდეგ მატჩს ლიგა 1-ში რენის წინააღმდეგ, 13 თებერვლას ჩაატარებენ.