არსენალი vs ბაიერნი – მიუნხენის ბაიერნის და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა, იოზუა კიმიხმა ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტურში არსენალთან განცდილი მარცხი (1:3) შეაფასა.
არსენალი vs ბაიერნი – სრული ჩანაწერი
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტური
კვარას ასისტი, ვიტინიას ჰეტრიკი – უხვგოლიანი მატჩი პარიზში
განგაში ლივერპულში – ცვლილებების დროა?
ესტევაოს შოუ – ბრაზილიელმა ჰოლანდის და მბაპეს შედეგი გაიმეორა
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
ემირეითსზე მეთოფეებმა მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ ჩვეული დამაჯერებელი თამაში აჩვენეს, გამოიყენეს სტანდარტულები და შედეგად 3 ქულაც ჩაიწერეს. მიუნხენის ბაიერნმა მიმდინარე სეზონში თავისი პირველი თამაში წააგო.


TNT Sports-თან ინტერვიუში კიმიხს ჰკითხეს იყო თუ არა ეს სეზონში ყველაზე რთული საფეხბურთო მატჩი, რაზეც გერმანელის პასუხი შემდეგი იყო: “ვფიქრობ, რომ არა. ყველაზე რთული მატჩი პსჟ-ს წინააღმდეგ ჩავატარეთ. ჩემი აზრით, არსენალთან მატჩი საერთოდ არ ჰგავდა ‘ფეხბურთს’, ეს უფრო მენეჯმენტის და დუელის დაპირისპირება იყო”
“არსენალი განსხვავებული გუნდია. ისინი სტანდარტულებზე არიან დამოკიდებულები და უყვართ გრძელი პასებით თამაში. პსჟ-სთან მატჩი გაცილებით გავდა საფეხბურთო მატჩს.
ვფიქრობ, სტანდარტულებიც ფეხბურთის ნაწილია და დამარცხება უნდა მივიღოთ. არსენალმა დაიმსახურა გამარჯვება და ახლა ჩვენ მხოლოდ შეცდომებს უნდა გადავხედოთ და გამოსწორებაზე ვიმუშაოთ”
ლონდონის არსენალმა პირველი გოლი სწორედ სტანდარტულიდან, კუთხურიდან გაიტანა – ბუკაიო საკას ჩაწოდებული იულიან ტიმბერმა აქცია გოლად. ასევე არსენალის ბოლო გოლის დროს, ებერეჩი ეზეს გრძელ პასს გაბრიელ მარტინელის გოლი მოჰყვა.
ჩემპიონთა ლიგის ფაზის 5 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს არსენალი უდანაკარგოდ ლიდერობს. ამასთან, მიკელ არტეტას გუნდს მხოლოდ 1 გოლი აქვს გაშვებული.
რაც შეეხება მიუნხენის ბაიერნს, რეკორდმაისტერი სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და 5 მატჩში 12 ქულა აქვს. ადვილად წარმოსადგენია, რომ ორივე გუნდი საუკეთესო 8 გუნდში მოხვდება და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას პირდაპირ მერვედფინალიდან გააგრძელებს.