გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგაში თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ჟორჟი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც ლა ლიგაში მსგავსი აღიარება დაიმსახურა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ფედე ვალვერდეს, ლუის მიიას, აბდე ეზალზულისა და თომა ლემარს აჯობა.
ჟორჟმა გამოკითხვაში გამარჯვება გულშემატკვირების მიერ მიცემული ხმებით გაიმარჯვა.
ინფორმაციას ლა ლიგის ვებ გვერდი ოფიციალურად მალევე დაადასტურებს. ჯერ-ჯერობით კი ცნობა ავტორიტეტულ FUT Sheriff-ს აქვს გავრცელებული, რომელიც EA FC UT-თან დაკავშირებული გვერდია.

თებერვლის თვის საუკეთსო მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გახდა.
საუკეთესო გოლად ვალენსიადან, ლარჯი რამაზანი მიერ ლევანტესთან, დერბიში გატანილი ბურთი დასახელდა.
თვის საუკეთესო მოგერიების ავტორი ოდისეას ვლახოდიმოსი გახდა. სევილიას ბერძენმა მეკარემ ჟირონას წინააღმდეგ ციგანოკოვს ურთულესი დარტყმა აუღო.
ჟორჟის ანგარიშზე, ლა ლიგაში, 20 მატჩში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
უშუალოდ თებერვალში ქართველმა ფორვარდმა 3 გოლი გაიფორმა. ჟორჟმა ესპანიოლის, ხეტაფესა და ლევანტეს კარები დალაშქრა. კატალონიელებთან ქართველის ანგარიშზე საგოლე გადაცემაც იყო.