სარჩევი
'ჟაკე ვან დაიკის შეცვლის გეგმის ნაწილია' - სლოტი | Setanta Sports

‘ჟაკე ვან დაიკის შეცვლის გეგმის ნაწილია’ – ლივერპულის მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტის თქმით მერსისაიდული კლუბის ახალი შენაძენი მომავალში ვირჯილ ვან დაიკის ჩანავლების გეგმის მთავარი ნაწილი იქნება.

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრის ტრანსფერი ენფილდზე 60 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გაფორმდა – ჟერემი ჟაკე სეზონის ბოლომდე რენში დარჩება და ლივერპულს ზაფხულში, ახალი სეზონის დაწყების წინ შეუერთდება.

Deadline Day – ზამთრის გამორჩეული ტრანსფერები

მიუხედავად ლონდონის ჩელსის, ბაიერნის და სხვა კლუბების ინტერესისა, ჟაკეს ტრანსფერი ლივერპულმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს შეათანხმა.

ცენტრალური დაცვის ხაზი ლივერპულისთვის პრობლემატურია – მიმდინარე სეზონის ბოლოს იბრაჰიმა კონატე გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ვირჯილ ვან დაიკი ივლისში 35 წლის გახდება, ხოლო ჯო გომესს ლივერპულთან კონტრაქტი 2027 წლამედ აკავშირებს.

მანჩესტერ სიტისთან გასამართი მატჩის წინ პრეს-კონფრენციაზე არნე სლოტმა ‘წითლების’ შენაძენზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჟაკე მერსისაიდულ კლუბში ვირჯილ ვან დაიკის შეცვლის, სამომავლო პროექტის მთავარი ნაწილი იქნება.

‘კლუბი ყველაფერს გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე აკეთებს, ეს არა პანიკა, არამედ გრძელვადიანი გეგმის ნაწილია. ვიცით, რომ ვან დაიკი კლუბში კიევ 10 წელი არ ითამაშებს, თუმცა მას ლივერპულთან კიდევ 1,5 წლიანი კონტრაქტი აქვს.

ამ პერიოდის განმავლობაში ვირჯილი ჩვენს გვერდით იქნება და იმედია კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს ფიზიკურ ფორმას. კომპლიმენტები მას, რომ ყოველ სამ დღეში შეუძლია ითამაშოს უმაღლეს დონეზე და არ გამოაკლდეს ეროვნულ ნაკრებს.

სულელები არ ვართ, ვიცით კლუბს რამდენიმე წელში ვან დაიკის გარეშე მოუწევს თამაში – ჟაკეს ტრანსფერიც მისი შეცვლის გეგმის ნაწილია. კლუბში არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან გადაწყვეტილებებზე მიდის მუშაობა.’

ლივერპული პრემიერ ლიგის შემდეგ მატჩს 8 თებერვალს, თბილისის დროით 20:30-ზე, მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ ენფილდზე გამართავს.

ტრადიციულად, პრემიერ ლიგის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.