პარი სენ-ჟერმენის მოროკოელი მცველი, აშრაფ ჰაკიმი 2025 წლის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად დასახელდა.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
27 წლის მარჯვენა მცველი გახდა პირველი მოროკოელი 1998 წლის შემდეგ, რომელმაც ეს ჯილდო მოიგო. 1998 წელს საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელი მუსტაფა ჰაჯი გახდა.
მოროკოელმა მცველმა ჯილდო მარაკეშში გამართულ ღონისძიებაზე მიიღო. წლის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელ ნომინანტებს შორის გალათასარაის ფორვარდი, ვიქტორ ოსიმენი და ლივერპულის ეგვიპტელი შემტევი – მოჰამედ სალაჰი იყვნენ.
გასულ წელს ჰაკიმიმ წლის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთლის დაჯილდოვებაზე მეორე ადგილი დაიკავა ატალანტას ფორვარდის – ადემოლა ლუკმენის შემდეგ.
27 წლის ფეხბურთელმა ჯილდოს მიღების შემდეგ აღნიშნა, რომ ბედნიერია მიღებული ჯილდოთი და ახლა მისი მიზანი მოროკოსთან ერთად აფრიკის ჩემპიონობაა.
“ეს ჯილდო მხოლოდ ჩემთვის არ არის – ეს არის ყველა იმ აფრიკელისთვის, ვისაც ოცნებები აქვს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ფიზიოთერაპისტს და ყველას, ვინც პროცესში მხარს მიჭერდა და მეხმარებოდა”
სექტემბერში ჰაკიმი მოროკოს დაეხმარა გამხდარიყო პირველი აფრიკული ქვეყანა, რომელმაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
გარდა ამისა, ჰაკიმიმ პარი სენ-ჟერმენთან ერთად ლიგა 1, საფრანგეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის სუპერთასი და უეფას სუპერთასი მოიგო. მარჯვენა მცველი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პრიზიორიც გახდა.