სარჩევი
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე სასტარტოში - ფრე პრესტონთან | Setanta Sports

ინგლისური უოტფორდი ჩემპიონშიფში წარუმატებელ სერიას აგრძელებს, ტურნირის 32-ე ტურში ‘ჰორნეტები’ პრესტონს ესტუმრნენ და უხვგოლიან მატჩში ფრედ ითამაშეს (2:2).

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

NEWS26 – თვის გამოწერა

YEAR26 – წლის გამოწერა

ხავი გრასიას გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ორი ქართველი ფეხბურთელი – საბა გოგლიჩიძე და გიორგი ჩაკვეტაძე მოხვდა.

საბასთვის ეს უოტფორდის მაისურით პირველი მატჩი იყო სასტარტო შემადგენლობიდან. ქართველმა მცველმა მატჩში 4-დან 4 დუელი მოიგო, გარდა ამისა, საბას 1 ართმევა და 8 დაცვითი კონტრიბუციაც ჰქონდა. გოგლიჩიძე მოედნიდან 61-ე წუთზე გავიდა.

რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, ქართველი ნახევარმცველი პრესტონის წინააღმეგ დიდად გამორჩეული ვერ იყო – ჩაკვე ბურთს სულ 18-ჯერ შეეხო და 12-დან 10 ზუსტი გადაცემა განახორციელა. ჩაკვეტაძე მოედნიდან პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ შეცვალეს და მის ნაცვლად თამაშში კვადვო ბა ჩაერთო.

მატჩი გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი ტაიმი პრესტონმა ლუის დობინის გატანილი გოლით მოიგო. მატჩის მეორე ნახევარში უოტფორდი 2 წუთში გატანილი 2 გოლით დაწინაურდა – ჯერ ვინგერმა მაამამ გაათანაბრა ანგარიში, ხოლ შემდეგ ჰორნეტები ოდელუგა ოფიას ავტოგოლით დაწინაურდნენ.

თითქოს ხავი გრასიას გუნდი ახლოს იყო მოუგებელი სერიის დასრულებასთან, თუმცა მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე, ოსმაიჩმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 2:2.

ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის უოტფორდი ჩემპიონშიფში მე-12 ადგილზეა და 45 ქულა აქვს. ‘ჰორნეტები’ პრემიერ ლიგაში დაწინაურების პლეი-ოფის ზონას 3 ქულით ჩამორჩებიან.

შემდეგ მატჩს უოტფორდი ჩემპიონშიფის ეგიდით, 21 თებერვალს, საკუთარ მოედანზე დერბი ქაუნთის წინააღმდეგ ჩაატარებს.