ფრანგული ლილის ვეტერანმა თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ ევროპა ლიგაზე, ლიგის ფაზის პირველ ტურში ბრანის წინააღმდეგ (2:1), უნიკალური რეკორდი დაამყარა.
ფრანგი თავდამსხმელი ბრანის წინააღმდეგ მატჩში 67-ე წუთზე გამოჩნდა და თამაშში გარდამტეხი როლი ითამაშა.
ოლივიე ჟირუმ მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ლილი თავით გატანილი გოლით წინ გაიყვანა და საბოლოო ჯამში ფრანგულ კლუბს 3 ქულა ააღებინა.
ჟირუმ ევროპა ლიგაზე რეკორდი დაამყარა
საინტერესოა, რომ Opta-ს ინფორმაციით, ოლივიე ჟირუ 38 წლის და 360 დღის ასაკში გახდა ყველაზე უხუცესი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპა ლიგაზე შეცვლიდან შემოსვლის შემდეგ გაიტანა გოლი.
ვეტერანი ფრანგი თავდამსხმელი ლილს სეზონის დასაწყისში შეუერთდა. გასული სეზონი ფრანგმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს ანჯელესის შემადგენლობაში ჩაატარა.
ფაქტი, რომ ჟირუსთვის ეს უკვე მესამე გოლია ლილის შემადგენლობაში ამტკიცებს, რომ ფრანგი ფეხბურთელი კვლავ უმაღლეს კლასს აჩვენებს მოედანზე.
ფრანგ თავდამსხმელს ლილთან 2026 წლამდე გათვლილი 1-წლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.
ევროპა ლიგაზე დამყარებული ეს რეკორდი მეტყველებს იმაზეც, რომ ჟირუ კვლავ ინარჩუნებს გუნდში დიდ როლს და ასაკის მიუხედავად, ოლივიე არის ის მოთამაშე, რომელსაც თავისი პროფესიონალიზმით თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.
ქართველ მაყურებელს ევროპა ლიგის მატჩების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Setanta Sports-ის არხებსა და setantasports.com-ის პლატფორმაზე შეუძლია:
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.