სარჩევი
ბულგარეთი vs საქართველო - რა თქვეს ქართველმა ფეხბურთელებმა? | Setanta Sports

ბულგარეთი vs საქართველო – საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით შეხვედრაში სოფიაში, ბულგარეთთან (2:1) დამარცხდა.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ვილი სანიოლის გუნდმა შესარჩევ ეტაპზე ჩატარებული 6 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო და ასპარეზობა 3 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დაასრულა.

აქცენტი იმასთან აკავშირებით, რომ ეროვნულ ნაკრებში ბევრი სიახლე იგეგმება და ფაქტობრივად იქმნება ახალი გუნდი – თითქმის ყველა მოთამაშემ და მწვრთნელმა აღნიშნა.

ვილი სანიოლის სრული პრესონფერენციის ხილვა setantasports.com-ის ბლოგზე შეგიძლიათ:

გთავაზობთ ფეხბურთელების კომენტარს ბულგარეთთან განცდილი მარცხის შემდეგ:

გიორგი გულიაშვილის კომენტარი

“რა თქმა უნდა სამწუხაროა, ყველას გვინდოდა, რომ ეს ციკლი მოგებით დაგვესრულებინა, თუმცა სამწუხაროდ ეს ასე არ გამოვიდა. გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ რაღაც ჩავარდნა გვქონდა და ახლა გვჭირდება ყველაზე მეტად გვერდში დგომა, ჩემი აზრით, რომ ეს პატარა ჩავარდნა რაც გვაქვს, მალე გადავლახოთ. მჯერა ამ გუნდის და ყველა ფეხბურთელის და გუნდის სტაფის ყველა წევრის. შეგვიძლია დავბრუნდეთ ისე, როგორც აქამდე ვიყავით და უფრო უკეთაც კი”

ზურიკო დავითაშვილის კომენტარი

“პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ნაკრებში ფეხბურთლები იცვლებიან და დალაგების პროცესში ვართ. ევროპის ჩემპიონატი სხვა იყო, ყველას გვიხაროდა და ემოციებში ვიყავით, რაც ფეხბურთელებზეც აისახა. თავიდან კარგად დავიწყეთ, პირველი ორი თამაში მოვიგეთ, თუმცა შემდეგ თითქოს მოვდუნდით და ვერ მოვემზადეთ კარგად. რა შედეგიც ახლა ამ მსოფლიოს საკვალიფიკაციოზე ვაჩვენეთ, ჩვენი ნაკრების დონეს არ შეესაბამება.

შესაძლოა გვეგონა, რომ ზედმეტად მაღლა ვიყავით, თუმცა არ ვიცი. ამაზე უნდა ვისაუბროთ ბევრი და მოვემზადეთ შემეგი ტურნირებისთვის, რათა იგივე შეცდომები არ დავუშვათ, რაც დღეს დავუშვით.

დღევანდელი მარცხი თითქოს მოდუნების ბრალია, მეტოქეს როცა ასეთ შანსებს აძლევ მერე უკვე რთულია თამაშში დაბრუნება და რა თქმა უნდა, სტადიონიც არ იყო კარგი, თუმცა ეს იგივე იყო მათთვისაც.

ჩვენც ძალიან განვიცდით და გვტკივა, თუმცა უფრო ძლიერები დავბრუნდებით, ასეთ დროს გულშემატკივარის გვერდში დგომა გვჭირდება. ჩვენ ამ ყველაფერს ცივი გონებით შევხვდებით და გავაგრძელებთ შრომას, ვეცდებით უფრო დიდი წარმატება მოვუპოვოთ საქართველოს ნაკრებს, ვიდრე აქამდე.”

ოთარ კიტეიშვილის კომენტარი

“მიზეზებს ვეძებთ ზოგადად ჩვენც და გვინდა გამოვასწოროთ. ძნელია იპოვო მიზეზები მარცხის, თუმცა ჩვენ დღეს წაგება დავიმსახურეთ. თითქოს არ არის საკმარისი რასაც მოედანზე ვაკეთებთ.

გამოსავალს რაც შეეხება, ამაზე უნდა ვიმუშოთ და გამოვასწოროთ. ქომაგებს რა თქმა უნდა უდიდესი მადლობა. ვხედავთ, რომ მაგალითად ბულგარეთისნაკრები ცარიელ სტადიონზე თამაშობს, ჩვენთან ეს ასე არაა.

მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც მიუხედავად შედეგისა ყოველთვის ჩვენს გვერდითაა და გვამხნევებს.

თითქოს კავშირები არ არის მოედანზე, არ ვიცი, ძნელია რაიმეს გადაჭრით თქმა. ყველა თამაშის შემდეგ რთულია კონკრეტულ რაღაცებზე გაამახვილო ყურადღება. დღეს არ იყო საკმარისი ის, რაც მოედანზე ვაჩვენეთ, დავიმსახურეთ წაგება და იმედია ვიპოვით იმ მიზეზებს და გამოვასწორებთ ყველაფერს. ამის რესურსი არის – ნაკრები ბევრად გაახალგაზრდავდა და ბევრი დიდი პოტენციალის ფეხბურთლი გვყავს. მოედანზე უფრო მეტი კავშირები უნდა გვქონდეს ერთმანეთთან და ვფიქრობ, დროის გასვლასთან ერთად ყველაფერი გამოსწორდება”

გიორგი კვერნაძის კომენტარი

“ატმოსფეროზე ვიტყვი, რომ ყოველთვის კარგი არის ნაკრებში. ბევრი ახალწვეული ვართ ნაკრებში და გამოცდილ ფეხბურთლებთან შერწყმა ძალიან დაგვეხმარება. ეს ციკლი ისე არ დასრულებულა, როგორც ჩვენ გვსურდა, თუმცა ახლა უკვე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალში უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეთ, რაც აქამდე ნაკრებმა უკვე გააკეთა. მარტიდან დავიწყებთ ახალი საქართველოს ნაკრების შენებას”

გიორგი მამარდაშვილის პოსტი

“ამ თამაშების შემდეგ ყველაზე კარგად იგრძნობა, რა ბევრს ნიშნავს ერთმანეთის გვერდში დგომა.

ფეხბურთში გამარჯვება ყოველთვის ჩანს, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მხარდაჭერა სწორედ მაშინ არის, როცა შედეგი იმედის გამართლებას ვერ ახერხებს.

ჩვენ ერთად ვქმნით იმ ისტორიას, რომელიც მხოლოდ მოგებებით არ იწერება და სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს, ვინ დგას გუნდის გვერდით ბოლომდე.

მადლობა ყველას, ვინც დღესაც, გუშინაც და ხვალაც ჩვენს უკან დგას და იდგება.

წინ კიდევ დიდი გზაა და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს გზა გამარჯვებებით გავაგრძელოთ.

თქვენი მხარდაჭერა ყველაზე დიდ ძალას გვაძლევს”

საქართველოს ეროვნული ნაკრები საქმეში მარტში დაბრუნდება და წარმატების მიღწევას ერთა ლიგაზე შეეცდება.