სარჩევი
ირანის დროშა ისლამური სიმბოლობის გარეშე | Setanta Sports

აშშ-ში ირანის დროშა ისლამური სიმბოლიკის გარეშე გამოაქვეყნეს, რითიც პროტესტის მონაწილეებს მხარი დაუჭირეს და თეოკრატიული მმართველობა გააპროტესტეს.

ამერიკის ფეხბურთის ფედერაციამ ირანის დროშაში კორექტივები შეიტანა. ეს კი US Soccer-მა საკუთარ გვერდზე მუნდიალის ჯგუფის ცხრილის გამოქვეყნებისას გააკეთა. მართალია, მოგვიანებით გვერდიდან აღნიშნული პოსტი აიღეს და დროშაც ორიგინალით შეცვალეს, თუმცა ის მედიაში საყოველთაო განხილვის საგანი მაინც გახდა.

“ჩვენ ამ ჟესტით გვსურდა სოლიდარობა გამოგვეცხადებინა მათთვის, ვინც ირანში ქალთა ფუნდამენტური უფლებებისთვის იბრძვის”, – განმარტა მედიასთან აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციის პრესმდივანმა. ნილ ბუთის თქმით, ეს გადაწყვეტილება განხილული იყო ფედერაციის შიგნით, თუმცა ყველამ, მათ შორის პრეზიდენტმა, ამ განხილვაში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო.

ოფიციალურმა თეირანმა მომხდარი გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ფაქტი FIFA-ს რეგულაციებს არღვევს. მოგვიანებით მომხდარზე კომენტარი გააკეთა აშშ-ის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა. გრეგ ბერჰალტერმა მოიბოდიშა და აღნიშნა, რომ გუნ

“ზოგჯერ, რაღაცები კონტროლიდან გამოდის. ჩვენ არ ვართ ფოკუსირებული მოედნის მიღმა მსგავს მოვლენებზე, ამიტომაც ერთადერთი რაც შეგვიძლია, ჩვენის მხრივ, გუნდისა და სტაფის სახელით მოვიბოდიშოთ, თუმცა ჩვენ ამ ყველაფრის ნაწილი არ ვყოფილვართ”

გრეგ ბერჰალტერი – აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ირანელი ქალი ქომაგის პროტესტი კატარიდან ირანის თეოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ | Setanta Sports

B ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ფლეოფის საგზურისთვის ერთმანეთის წინააღმდეგ სწორედ აშშ და ირანი ითამაშებენ. კატარში, წინა ტურში, ირანისა და უელსის შეხვედრის დროს სტადიონზე უსაფრთხოების ზომები ადგილობრივ სამართალდამცველებს, იმ თავითვე, გაძლიერებული ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ ირანში მიმდინარე მოვლენებს, კატარიდან მხარს არამხოლოდ ტრიბუნიდან, არამედ უშუალოდ მოედნიდანაც უჭერენ. პირველ ტურში, ინგლისის წინააღმდეგ ირანელებმა ჰიმნი არ იმღერეს და ხელისუფლების ქმედებები სწორედ ასე გააკრიტიკეს.

ამ დროისთვის ირანის მთელ ტერიტორიაზე საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. სამწუხაროდ, თეოკრატიული რეჟიმის წინააღდეგ ბრძოლას ქვეყნის მასშტაბით 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამას გარდა, სამართალდამცვლებმა ირანში მედიის 70-მდე წარმომადგენელიც დააკავეს, რაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას, ცხადია, ართულებს. ყველაფერი კი 22 წლის მაჰსა ამინის მკვლელობით დაიწყო, რომელიც ზნეობის პოლიციამ დააკავა და შემდეგ არაადმიანური მოპყრობით სიცოცხლეს გამოასალმა.

აშშ-სა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1980 წლიდან აღარ არსებობს, ეს ყველაფერი კი, ამ გუნდებისთვის, ჯგუფის გადამწყვეტ მატჩს ინტრიგის დამატებით საბურველში ჰხვევს.