სარჩევი
არსენალი vs ჩელსი - უყურე EFL-ს setantasports.com-ზე | Setanta Sports

არსენალი vs ჩელსი – მეთოფეები ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში თანაქალაქელ ჩელსის უმასპინძლებს.

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

არსენალი vs ჩელსი, 3 თებერვალი, 23:55

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Setanta Sport 1-სა და setantasports.com-ზეა შესაძლებელი.

სტემფორდ ბრიჯზე მოპოვებული უპირატესობის შემდეგ, მიკელ არტეტას გუნდი EFL თასის ფინალში გასვლის მთავარი ფავორიტია. პირველ შეხვედრაში მეთოფეებმა სტუმრად ვიქტორ გიოკერეშის, მარტინ სუბიმენდის და ბენ უაითის გოლების წყალობით მოიგეს (3:2).

არსენალი მიმდინარე სეზონის შედეგებით ოთხივე ტურნირის მოგების შანსს ინარჩუნებს. არტეტას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფაზა მაქსიმალური ქულით დაასრულა და 1/8 ფინალში გავიდა, პრემიერ ლიგას ლონდონელები 6 ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ და FA Cup-ის 1/8 ფინალურ ეტაპზე არიან.

ლონდონის ჩელსისთან წარმატების შემთხვევაში, არსენალი 2020 წლის შემდეგ პირველ ფინალში გავა, მაშინ მიკელ არტეტას გუნდმა ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო, ეს ერთადერთი ტიტულია, რომელიც გუნდს მიკელ არტეტას ხელმძღვანელობის ქვეშ აქვს მოგებული. 2018 წელს მეთოფეები კარაბაოს თასის ფინალში მანჩესტერ სიტისთან დამარცხდნენ (0:2). თუ არსენალი ფინალში გავა, დიდი ალბათობით, მეთოფეების მეტოქე ისევ მანჩესტერ სიტი იქნება, რომელსაც ნახევარფინალურ ეტაპზე პირველ მატჩში ნიუკასლის წინააღმდეგ კომფორტული, ორბურთიანი უპირატესობა აქვს (2:0).

ჩელსის თავისი ისტორიის განმავლობაში ინგლისის ლიგის თასის ფინალში 10-ჯერ აქვს ნათამაშები (5 მოგება, 5 წაგება). ბოლოს ლურჯებმა ინგლისის ლიგის თასი 2015 წელს, ლონდონის ტოტენჰემის დამარცხებით მოიგეს. ამის შემდეგ, ჩელსი სამჯერ დამარცხდა EFL-ის ფინალში (მან სიტისთან და ორჯერ ლივერპულთან).

როსენიორის გუნდს ყველა ტურნირზე 5-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. პრემიერ ლიგის ბოლო ტურში ჩელსიმ ვესტ ჰემის წინააღმდეგ გამართულ დრამატულ მატჩში მოიგეს – ლურჯებმა ჩაქუჩების წინააღმდეგ ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და გამარჯვება ბოლო წუთზე მოიპოვეს.

რაც შეეხება გუნდების დანაკლისს, არსენალს მიკელ მერინო და ბუკაიო საკა ვერ დაეხმარება, სტუმრებს კი ტრავმირებული გიტენსი არ ეყოლება. ესტევაოს თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.