საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ შეხვედრაში უკრაინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოსა და უკრაინას შორის მატჩი ახალ სპორტის სასახლეში 27 ნოემბერს, 21:00 სთ-ზე დაიწყება.
ეს მატჩი გამორჩეული იქნება საქართველოს ლეგენდარული კალათბურთელისთვის – გიორგი შერმადინისთვის, რომელიც თბილისში თავის ბოლო მატჩს ჩაატარებს ქართველი გულშემატკივრების წინაშე.
ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეკრება თორნიკე შენგელიამ ვერ გაიარა, რომელსაც ევროლიგის მატჩი ჰქონდა 26 ნოემბერს. თუმცა, ქართველი კაპიტანი გამთენიისას ჩამოფრინდა თბილისში და დღეს უკრაინის წინააღმდეგ ითამაშებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა – რატი ანდრონიკაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი, ლუკა მაზიაშვილი და მათე ხატიაშვილი.
ჯვაროსნები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს 30 ნოემბერს, ტენერიფეში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ. სიმბოლურია, რომ ტენერიფეში, სადაც გიორგი შერმადინი 2019 წლიდან თამაშობს, საქართველოს ნაკრებში თავის ბოლო მატჩს ჩაატარებს.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.